national delicacy

სტამბული-ტრაპიზონის განსხვავებული ტური - მარტი!

  • ID: 38260
  • ნახვები: 12895
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/03/18
    დაბრუნება
    • 11/03/18
დამატებითი ინფორმაცია

სტამბული-ტრაპიზონის 4 დღიანი ტური სტამბულში გადაფრენით ( !)
(8-9-10-11 მარტი,2018)

-------------------------------------------------------------------
დაჯავშნა ხდება წინასწარ 50% დაფარვით ან სრული 0% განვადებით!
საკონტაქტო Viber / Watsapp: (ნატა)
- - - - - - - - - - - - -
ტურის განრიგი: 
გასვლა თბილისიან 7 მარტს საღამოს 20:00 საათზე.
3:00 საათზე სარფის საბაჟოს გადაკვეთა. 
6:30 საათზე ტრანსფერი ტრაპიზონის აეროპორტში (თურქული დროით)
8 მარტს - გაფრენა ტრაპიზონიდან: 08:25 (თურქული დროით) - ჩაფრენა სტამბულში დილით 10:20 საათზე. 
12:00 საათზე განთავსება სულთანაჰმედის 4* სასტუმროში Recital Hotel Sultanahmet 4*.(ქალაქის ისტორიული უბანი, აია სოფიას ტაძართან). დასვენება 1 საათი.
14:00 ვიწყებთ ექსკურსიას.
✔ აია სოფია ( ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი მდებარეობს სასტუმროდან 10 წუთის სავალზე)
✔ ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური )
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.)
✔ წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

(**საღამოს გთავაზობთ ვახშამს თევზის რესტორანში! )

II დღე (9 მარტი, პარასკევი): 
9:00- 10:00 საუზმე
✔ ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც მდებარეობს აია სოფიასთან და წარმოადგენს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავს, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული.
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი(აქ თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები).
✔ გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
✔შოფინგ ტური სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე(სადაც საკმაოდ დაბალ ფასად შეიძენთ ხარისხიან თურქულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს)
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

III დღე (10 მარტი, შაბათი): 
საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
✔ 9:00 ვიზიტი მსოფლიო საპატრიარქოში
✔ ე.წ. გასაღების ეკლესია ანუ ვლაქერნის ტაძარი
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.
✔ უძველესი საათების მუზეუმი
✔ ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ტურისტების საყვარელი ადგილი) 
✔ გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔ ეგვიპტური სუნელების ბაზარი (აღმოსავლური ტკბილეულობის დაგემოვნება)
✔ 06:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში,
✔07:00 ტრანსფერი აეროპორტში.
✔ ჩამოფრენა ტრაპიზონში 23:20 საათზე
✔ ტრანსფერი ტრაპიზონის 3* სასტუმროში ქალაქის ცენტრში (მეიდანზე) ღამისთევა

IV დღე (11 მარტი, კვირა): 
08:00-09:00 საუზმე სასტუმროში
09:30 სასტუმროს დაცლა
10:00 ვიზიტი ტრაპიზონის მცირე აია სოფიას ტაძარში
11:00- 13:00 შოპინგი ტრაპიზონის ფორუმში ან ,,ქემალ ფაშას" ბაზრობაზე
16:00 - 17:00 სარფის საზღვის გადაკვეთა
23:00 სთ. კვირას, დაბრუნება თბილისში

ფასში შედის:
✔ ორმხრივი ავიაბილეთი (ტრაპიზონი-სტამბული-ტრაპიზონი)
✔ 30 კგ ბარგი და 8 კგ ხელბარი
✔ კვება ბორტზე
✔ტრანსფერი: თბილისი-ტრაპიზონი-თბილისი
✔ ტრანსფერი: აეროპორტი- სტამბულის სასტუმრო-აეროპორტი
✔ 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრში RECITAL HOTEL 4* ( აია სოფიასთან)
✔ 3* სასტუმრო ტრაპიზონში, ქალაქის ცენტრში Kupeli Hotel 3*
✔ საუზმე (შვედური მაგიდა)
✔ კვალიფიციური ქართულენოვანი გიდი
✔ საჩუქრად! თქვენი მოგზაურობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა

ფასში არ შედის:
✔ ვახშამი (საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
✔ მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს -ს.
✔ გასეირნება ბოსფორზე. 1.30 საათიანი პროგრამა = 20 ლირა
✔ ქალაქში გადაადგილების მოსაკრებელი: 30 ლირა
-------------------------------------------------------------------------------
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
(ნატა)
(ნუგზარი)
მაგთი ფიქსი:  
მისამართი: ქ. თბილისი. პეკინის 44 (გაგარინის მოედანთან)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/03/18
    დაბრუნება
    • 11/03/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა