national delicacy

უპრეცედენტო აქცია!!! ტაო-კლარჯეთი-ანტიოქია-მესოპოტამია !!!

  • ID: 38582
  • ნახვები: 14623
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/18
    დაბრუნება
    • 20/02/18
დამატებითი ინფორმაცია

ოთხდღიანი ტური უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევზე!!!

ტაო - კლარჯეთი - ანტიოქია - მესოპოტამია

 

ტურის გამართვის თარიღები:

ü  12 – 13 – 14 – 15 აპრილი

ü  10 – 11 – 12 – 13 მაისი

 

გასვლა:

ü  07:00 რუსთავიდან

ü  08:00 თბილისიდან

 

ღირებულება:

ü  12 – 13 – 14 – 15 აპრილი ტური ს ნაცვლად

ü  10 – 11 – 12 – 13 მაისი ტური - ს ნაცვლად

 

პირველი დღე: თბილისი - ადიამანი 1070 კმ.

Ø  08:00 საათზე გასვლა თბილისიდან

Ø  11:00 საათზე საზღვრის კვეთა ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან.

Ø  15:00 ბანა

Ø  17:00 ოლთისის ციხე

Ø  19:00 გამგზავრება ადიამანის მიმართულებით

 

მეორე დღე: ადიამანი - ნემრუთის მთა

Ø  07:00 ჩასვლა ადიამანში

Ø  08:00 განთავსება სასტუმროში

Ø  12:00 ნემრუთის მთის ტური

Ø  20:00 მზის ჩასვლის ულამაზესი წერტილი. ნემრუთის მთა - ნემრუთ დაგი - შესანიშნავი მაგალითი განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმის….ნემრუთის მთა ადგილის სადაც...გიგანტური ქანდაკებები ეძღვნება ღმერთებს...აპოლო-მითრა-ჰელიოს-ჰერმესს... კომაგენის ქალ - ღმერთ თიჩეს...ზევს-ორომასდესს...თვით ანტიოქოსს..ჰერაკლე-არტაგნეს-ატესს...ზღვის დონიდან 2134 მეტრზე, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლი. 1881 წელს ნემრუტ-დაღი აღმოაჩინა გერმანელმა ინჟინერმა კარლო რესტერმა, რომელიც  მეფე ანტიოქოს I სამარხს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო.  1987 წელს  არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ნემრუტის მთა შესანიშნავი მაგალითია განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმისა. კომაგენის მეფე ანტიოქოს I-მა, დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი და ბერძნული, სომხური, ირანული პანთეონის ღმერთები. აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერა მოგვითხრობს, რომ მეფე ანტიოქოს I დაკრძალულია ნემრუტის მთის სამარხში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “მისი სამეფოს სახურავი”.

 

მესამე დღე: ადიამანი - მარდინი

Ø  07:00 საუზმე სასტუმროში

Ø  07:30 გასვლა მარდინის მიმართულებით

Ø  10:00 მარდინი(მოვინახულებთ მარდინის ისტორიულ ნაწილს) გექნებათ თავისუფალი დრო შოპინგისთვის. მარდინი - აღმოსავლური კულტურის სარკმელი. ჩრდილიეთ მესოპოტამიის ეს ქალაქი ცნობილია თავისი ულამაზესი არქიტექტურით. მარდინში პირველი მოსახლეები იყვნენ ასურელები, რომლებიც აქ მესამე საუკუნეში ჩამოვიდნენ. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობს მრავალი ეკლესია და მონასტერი, მათ შორის, რომლებიც ადრეული ქრისტიანების მიერაა აგებული. თუმცა ეს ტერიტორია შედიოდა ისეთი უძველესი სამეფოების შემადგენლობაში, როგორიც იყო ურარტუს, აქემენიდების თუ ასურეთის სამეფო. მარდინი არამეულად ითარგმნება როგორც "ციხე".

Ø  12:00 ტურ-აბდინი - მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აღმოსავლეთის მონაზვნობის უძველესი ცენტრი, რომლის სახელიც „თაყვანისცემის მთად“ ითარგმნება.

Ø  14:00წმინდა გაბრიელის მონასტერი - მორ გაბრიელი - ტურ-აბდინის სულიერი ცენტრი. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქრისტიანული მონასტერი მსოფლიოში. მისი პირველი დათარიღება 397 წელს განეკუთვნება, რაც 8 წლით უსწრებს პალესტინის წმინდა საბას მონასტრის დაარსების თარიღს, ასორმოცდაათი წლით - სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრისას და ოთხი საუკუნით - ათონის სავანეებისას.

Ø  16:00 დეირულზაფარანის ანუ ელ-ზაფარანის მონასტერი - რომელიც ქალაქ მარდინიდან 5-6 კმ-ით არის დაშორებული. იგი ააშენეს მზის წარმართული ტაძრის ადგილას, რომლის ნაკვალევი სავანის ქვედა ტაძარშია შემორჩენილი. ეს მონასტერიც უძველესია.

Ø  18:00ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

Ø  19:00 წმინდა ანანიას ტაძარი, რომელიც იმპერატორმა ანასტასიმ 12 000 წამებულის აკლდამაზე ააშენა, სამლოცველო-საძვალე - მეექვსე საუკუნით თარიღდება.

Ø  21:00 ღამის მარდინში გასეირნების შემდეგ გამოვემგზავრებით თბილისისკენ თორთუმის გზით და მოვინახულებთ ტაო - კლარჯეთის ძეგლებს.

 

დღე მეოთხე: მარდინი - თორთუმი - თბილისი

Ø  09:00 ხახული

Ø  10:30 ოშკი

Ø  11:30 თორთუმის ჩანჩქერი

Ø  12:30 თორთუმის ციხე

დაახლოებით 23:00 საათზე დაბრუნება თბილისში.

 

ღირებულებაში შედის:

ü  ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით(Wi Fi, ორი მძღოლი)

ü  სასტუმრო Yalçın Hotel

ü  საუზმე სასტუმროში

ü  ქართულენოვანი გიდი გაუძღვება ტურს თბილისიდან

ü  ადგილობრივი გიდი ნემრუთის მთაზე და მარდინში

ü  ქართულ - თურქულ ენოვანი თარჯიმანი

ü  ფოტოგადაღება

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ü  ტურზე ჩასაწერად აუცილებელი წინასწარ დაკავშირება და ჩაწერა, ჩაწერა შეგიძლიათ როგორც ოპერატორთან ასევე ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით. ფეისბუქ გვერდი მუშაობს ონლაინ რეჟიმში.

ü  მიკროავტობუსი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, ინდივიდუალური კონდიცირებით, ინდივიდუალური აუდიო სისტემით, ინდივიდუალური განათებებით, კომფორტული მოძრავი სავარძლებით, მონიტორებით მარშუტის შესაბამისი ვიდეო მასალებით.

ü  ტრანსპორტში აკრძალულია კვება, მოწევა და ალკოჰოლის მიღება

ü  გაჩერეები ხდება კვიბის ობიექტებთან, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან თქვენი საკვები მიირთვათ.

ü  ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია ასევე შესვენების დროს.

ü  ყველა ძეგლი რომელსაც გზად მდებარეობს გზად და ვნახულობთ შესვენების ხარჯზე, დამატებით დროს არ ვკარგავთ.

ü  ტურში მონაწილეობის მისაღებად სჭიროა წინასწარ დაკავშირება და ტურზე რეგისტრაცია.

ü  ტრანსპორტში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება და მოწევა.

ü  სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/18
    დაბრუნება
    • 20/02/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა