national delicacy

ტური ბაქოში

  • ID: 38658
  • ნახვები: 6906
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 04/03/18
დამატებითი ინფორმაცია

"I Travel"-ი გთავაზობთ ბაქოს 2 დღიან ტურს 3 - 4 მარტს.

• ეს ბაქოაა. <3 გასაოცარი და სიურპრიზებით აღსავსე ქალაქი. არ გაუშვა შანსი ხელიდან. აღნიშნე დედის დღე შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. მოიწყე დაუვიწყარი შაბათ-კვირა მხოლოდ . <3
გახდი ჩვენი თბილი ოჯახის წევრი და დაგვემგზავრე <3

• ადგილების დაჯავშნა დაწყებულია და გრძელდება 26 თებერვლამდე.

• შეკრების ადგილი - ვარდების მოედანი, ველოსიპედთან.
• გასვლა ღამის 01:00 სთ ზე.
• ბაქოში ჩასვლა შაბათს დილით 10:00 სთ ზე.
• ბაქოს დათვალიერებას ვიწყებთ 13:00 სთ დან.


☛ პირველი დღე - 3 მარტი


✔ იჩერი–შეჰერი - ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. 2000 წლის დეკემბერში იგი, როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ძველი ქალაქის მონუმენტთა ძირითადი ნაწილი XII საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება.

✔ მინიატურული მუზეუმი - მუზეუმში სხვადასხვა თემატიკის წიგნებია გამოფენილი. მუზეუმის ყველაზე პატარა წიგნის “ოთხი სეზონის ყვავილების” დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით. მისი მოცულობა სულ რაღაც 0,75×0,75 მილიმეტრია. იგი 2012 წელს იაპონიაში, 250 ეგზემპლიარად გამოსცეს. წიგნის ყდა ცხვრის ტყავისგან არის დამზადებული, ხოლო ფურცლები – მუხისგან. ყველაზე უძველესი ექსპონატია მეჩვიდმეტე საუკუნეში საუდის არაბეთში დაბეჭდილი ყურანი.

✔ შირვანშაჰების სასახლე - შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო.
✔ გასეირნება იჩერი-შეჰერის ქუჩებში - გავისეირნებთ ქუჩაზე, სადაც ფილმ "ბრილიანტის ხელის" ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდია გადაღებული.

✔ ქალწულის კოშკი - ბაქოს სავიზიტო ბარათია. ძეგლის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა არაერთ ლეგენდას ყვება. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მდიდარი შაჰის ქალიშვილს ღარიბი ბიჭი შეჰყვარებია. ამის გამო კი მამას კოშკში ჩაუკეტავს, საიდანაც შეყვარებული გოგონა გადმომხტარა და თავი მოუკლავს. Unesco-ს გამოკვლევით, ძველი წელთაღრიცხვით 7-6 საუკუნეებში, გამოიყენებოდა როგორც ცეცხლის ტაძარი და ყველაზე დიდი ზოროასტრიზმული ტაძარი იყო მსოფლიოში. კოშკი დღესდღეობით მუზეუმია და მნახველებს საშუალება ეძლევათ კოშკიდან დატკბნენ ქალაქის ხედით.

✔ ნიზამის ქუჩაზე შესვენება და წახემსება 1 საათით კაფეში.
✔ ცეცხლის ალის ფორმის კოშკები - აზერბაიჯანის სიმბოლო - ულამაზესი პანორამული ხედები დედაქალაქზე.

• სასტუმროში მისვლა და თავისუფალი დრო - 22:00 სთ დან.

☛ მეორე დღე - 4 მარტი


✔ საუზმე სასტუმროში 09:00 სთ.
✔ გასვლა სასტუმროდან 10:00 სთ.

✔ ჰეიდარ ალიევის მუზეუმი - მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები.

✔ გასეირნება ბულვარში - ბულვარი ბაქოს ნამდვილი მშვენებაა. ქალაქის საკმაოდ დიდი საზღვაო ზოლის გასწვრივ ულამაზესი ბულვარია გაშენებული. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ულამაზესი ყვავილები და ნარგავები, მყუდრო რესტორნები და კაფეები უგემრიელესი კერძებით. ბულვარი თავშეყრის საყვარელი ადგილია სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის.
✔ იჩერი შეჰერი. 17:00 სთ მდე.

• თბილისში ჩამოსვლა ღამის 00:00 სთ ზე.

• ტურის ღირებულება ☛

ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული ავტობუსით ან მიკროავტობუსით.
• შიდა გადაადგილება.
• სასტუმრო 1 ღამე - 
• საუზმე 1 დღე
• გიდი/გამყოლი

• არ შედის დანარჩენი კვება.
• არ შედის მუზეუმების მოსაკრებელი დაახ. ჯამში 30 მანათი. (სტუდენტებისთის ნახევრდება საფასური).

• დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელ: ნინო  ლაშა

წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• საზღვარზე მოქმედებს საზღვარგარეთის პასპორტი.
• ID ბარათი არ მოქმედებს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 04/03/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა