national delicacy

შევხვდეთ გაზაფხულს

  • ID: 38734
  • ნახვები: 6081
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 03/02/18
დამატებითი ინფორმაცია

❁დაუკრიფე შენს საყვარელ დედას ყვავილები და მიართვი ...დედა ხომ ყველაზე ტკბილი ადამიანია ამ ქვეყნად . თაიგულის ლამაზ შესაფუთებს ჩვენ გაჩუქებთ ♥

❁მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ძალიან ლამაზ გასეირნებას კოჯორში. სადაც გარდა საინტერესო ადგილების მონახულებისა, დავკრებთ ყოჩივარდებს და მივართმევთ დედიკოებს ♥ შეკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით...

❁შეკრების დრო და ადგილი: 
3 მარტი, შაბათი , M რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან , მაკდონალდსის წინ 08:30 საათზე.

❁მარშრუტი: თბილისი-კოჯორი-ორმოცა-ღოუბანი-კოდა-თბილისი

❁ტურის სახეობა: სალაშქრო-სათავგადასავლო

❁ფეხით გასავლელი მანძილი: 9-10 კმ

❁სირთულე:
მარტივი

❁რას ვნახავთ:
კოჯორი
ქოროღლის ციხე
ორმოცას ეკლესია კოჯრის ტყეში
ულამაზესი ხედები

❁ტურის ღირებულება:

❁ფასში შედის: 
ტრანსპორტირება
ფოტოსესია 
და სიურპრიზი ♥

❁საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: აუცილებლადა მიუთითეთ სახელი, გვარი და ტურის სახელწოდება!!!
შეინახეთ ჩეკი

❁თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე: 1 მარტი, ხუთშაბათი

❁ჩაცმულობა:
ფეხზე: ჩაიცვით მოხერხებული სალაშქრო ბათინკი 
ტანზე: მსუბუქად და ნელთბილად, ადრე გაზაფხულის შესაფერისად

❁წასაღები ნივთები და კვება:
სალაშქრო ზურგჩანთა მხრებზე კარგად მორგებული. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, წინდა. 
ერთი დღის სამყოფი საკვები, არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, 1 ლიტრი წყალი. თუ ვინმე უკრავთ და თან მღერით, წამოიღეთ ინსტრუმენტი, სიამოვნებით მოგისმენთ ...

❁წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! პირიქით, თუ რამეს ვნახავთ შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ და მოგვაქვს.
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე და ისეთ თემებზე რაც კამათს გამოიწვევს.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

✖მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

❁წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდაიყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

☎ ლელა
☎ თენგო

☛შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...ყველამ ერთად ვეცადოთ გავატაროთ პოზიტიური დღე....

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/18
    დაბრუნება
    • 03/02/18