national delicacy

☛ აღმოაჩინე ასტროფიზიკური ობსერვატორია აბასთუმანში ✦✩✦

  • ID: 39095
  • ნახვები: 10816
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება 1 ადამიანზე:
განხორციელების თარიღი:21 აპრილი
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის სახე: კულტურული/შემეცნებითი
ტურის ღირებულებაში შედის:
✦ კომპანია ს სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება
✦ ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით (მძღოლისა და საწვავის ხარჯები)
✦ გიდის მომსახურება
✦ ადგილობრივი მოსაკრებელი: ბორჯომის პარკი, აბასთუმანი, რაბათი
დამატებითი მომსახურება (ღირებულებაში არ შედის):
▶ კვება ტურის განმავლობაში

თბილისი - ბორჯომი - აწყური - ახალციხე - აბასთუმანი - თბილისი

• 10:00 გამგზავრება თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით
• 12:00 დრო კვვებისთვის
• 13:00 ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის დათვალიერება. მისი არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა. მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის პარკის ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.
• 15:30 აწყურის ციხე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფის გამო ციხე-სიმაგრე რთული და საინტერესო ნაგებობაა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლებოდა. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბშიც შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად.
• 16:30 ახალციხის ციხე - რაბათი ფაქტობრივად ქალაქი ქალაქშია. კომპლექსში ისტორიული ციხე-სიმაგრეების, კოშკების, ეკლესიების და მეჩეთის გარდა არსებობს სხვადასხვა თანამედროვე დაწესებულებები. მაგალითად: ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რესტორანი, კაფე, სუვენირების და ტანსაცმლის მაღაზიები, მუზეუმი, ოთახი, სადაც სტუმრებმა შეიძლება იხილონ ქალაქ ახალციხის მაკეტი, ქორწინების სახლი, თურქული აბანოები, ფაშას სამაროვანი, ციტადელი, ამფითეატრი, ღვინის მარანი...
• 18:00 დრო კვებისთვის
• 21:00 ტური აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. ტურში შედის პოპულარული ლექცია, ასევე ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის – 40-სმ-იანი რეფრაქტორისა – და მუზეუმის დათვალიერება. ღამის საათებში შესაძლებელია ტელესკოპით ციური სხეულების ნახვა (მხოლოდ მოწმენდილი ცის შემთხვევაში).
• 03:00 დაბრუნება თბილისში
ტურის დასასრული

☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 
✦ ნინო 
✦ გიორგი 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება