გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან კახეთში. ტურის ღირებულებაში შედის მხოლოდ ტრანსპორტით მომსახურება. გთავაზობთ ინდივიდუალურ ტურებს, რა დროსაც თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ჯგუფი, რომელიც უნდა შედგებოდეს 4 ან 6 კაცისაგან და დაგვიკვეთოთ ტური თქვენთვის სასურველ დროს ! კახეთის ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ :
1. თელავში ერეკლე მეორის სახლმუზეუმს,
2. 900 წლიან ჭადარს,
3. შუამთის ორივე მონასტერს,
4. წინანდალში ეწვევით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს,
5. ახმეტაში ნახავთ ალავერდს,
6. ყვარელში ნახავთ გრემის სამონასტრო კომპლექსს, ნეკრესს...
7. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! შეგიძლიათ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან დაყენებული სხვადასხვა ღვინოები !
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი ენოვანი გიდის მომსახურება ! თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ტური შედგება თქვენთვის სასურველი ადგილიდან ! გარდა ამისა გთავაზობთ ტურებს თბილისიდან საქართველოს ყველა კუთხეში თქვენთვის სასურველ დროს და სასურველი უბნიდან ! ვემსახურებით როგორც ჩვენს თანამემამულეებს, ასევე უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც დამატებით ვთავაზობთ დახვედრას თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ლალი