national delicacy

სათავგადასავლო ბანაკი თიანეთში

  • ID: 39414
  • ნახვები: 3892
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/03/18
    დაბრუნება
    • 01/04/18
დამატებითი ინფორმაცია

▲გინდა გაატარო სამი განსხვავებული დღე ბუნებაში? მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და მოიგო უმაგრესი პრიზები? შეიძინო ახალი მეგობრები და სამუდამოდ დაგამახსოვრდეს შენი ცხოვრების ეს მონაკვეთი? მაშინ ეს ყველაფერი შენთვის კეთდება. შემოიკრიბე მეგობრები და შემოგვიერთდი სათავგადასავლო ბანაკში. 
For English Version please see bellow

▲ჩვენ უკვე გვაქვს ამ საქმის კეთების საკმაო გამოცდილება და ვიხვეწებით ყოველ წელს .მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი უკვე მეოთხე წელია ვაწყობთ სათავგადასავლო ბანაკებს. წელს გთავაზობთ კიდევ უფრო განსხვავებულ, დახვეწილ და საინტერესო სამდღიან სპორტულ-სათავგადასავლო-გასართობ ბანაკს საქართველოს ერთერთ ლამაზ კუთხეში, დაბა თიანეთში.

⛳რა დაგვხვდება ბანაკში:
▲1. კემპინგისთვის განკუთვნილი საუკეთესო ადგილი თიანეთის სოფელ გოჯიაანების მახლობლად, ტყეებისა და ლამაზი მთების გარემოცვაში
▲2. კეთილმოწყობილი ბანაკი, კარვები, მაგიდები, სკამები, თავშესაფრები, ჰამაკები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
▲3. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
▲4. დიდი კოცონი საღამოობით 
▲5. კინოჩვენება
▲6. დისკოთეკა
▲7. პოეზია
▲8. ბარბიქიუ ფართი
▲9.სპორტული შეჯიბრი და საუკეთესო პრიზები გამარჯვებულებს.
▲10. ძალიან კარგი სალაშქრო ბილიკი და სანახაობა
▲11.და ბევრი ბევრი სიურპრიზები ყველა სტუმარს, ასევე გაგაცნობთ ჩვენს 
სამომავლო გეგმებს

_____________________________________________
ბანაკის გეგმა:

➤1. დღე
გასვლა თბილისიდან 30 მარტს, პარასკევს დილის 10:00 საათზე, შეკრების ადგილი მეტრო რუსთაველი, მაკდონსლდსის წინ.
1.გზაში მოვინახულებთ ფუძნარის ტაძარს
2.ზარიძეების ეკლესიას
3.ჟებოტის ეკლესიას.
ამის შემდეგ ჩავალთ საბანაკე ადგილზე
დაბანაკება სოფელ გოჯიაანების მიმდებარედ, ტყის პირას, მშვიდ გარემოში..
სადაც დაგხვდებათ მოწყობილი ბანაკი ყველანაირად.♥

➤2. დღე
დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, იოგით,წახემსებით.
მოეწყობა გამოფენა
მზადება, მონაწილეთა რეგისტრაცია შეჯიბრისთვის. 
შეჯიბრი, დაჯილდოვება, პრიზები ჩვენგან და ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ დავანებთ დიდ კოცონს ბანაკში და იქნება პოეზია, სიმღერა, კინოჩვენება,დისკოთეკა და გართობა მთელი ღამე

➤3. დღე
დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, წახემსებით.
საინტერესო სალაშქრო ბილიკით
შთაბეჭდილებების რვეულის შევსებით, 
ფოტოსესიით
შემდეგ ავშლით ბანაკს, ჩავატარებთ ეკო-ტურს.(დასუფთავების აქცია)
გამოვავლენთ ბანაკის ყველაზე კარგ და ცუდ მონაწილეებს.
ამის შემდეგ წამოვალთ , მოვინახულებთ თიანეთის მუზეუმს, ვაჟა-ფშაველას სახელობის პარკს, თიანეთის ეკლესიას, არჩილის მონასტერს, ნადოკრას. და სურვილის შემთხვევაში მივირთმევთ თიანეთის ხინკალს .

▲ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედებს ბანაკის წესები, რომლებსაც ადგილზე გაეცნობით.

▲ჩვენი პარტნიორი კომპანიები და კერძო პირები, რომლებმაც გამარჯვებულებისთვის პრიზები დაგვიწესეს ♥

1.ქართული ჩიფსი "ფრიქსი"
2. სალაშქრო მაღაზია "სპორტმასტერი"
3.ჰალოთერაპიის ცენტრი ჯიმის ქეივი (მარილის მღვიმე)
4.ხელნაკეთი აქსესუარების მაღაზია "ჰიპი"
5.კომპიუტერული განვითარების სტუდია "CDS"
6.კვალიფიციური ინგლისური ენის მასწავლებლის ადგილზე მისვლის სერვისის 20%-იანი ფასდაკლება
7. სალაშქრო აღჭურვილობის ონლაინ მაღაზიისგან ინვენტარი
8. კლუბისგან სიურპრიზები.
9. და ეს ყველაფერი არარის , დაგვემატება კიდევ.

▲ფინანსური მხარე:
__________________
ბანაკში მონაწილეობა  

ფასში შედის: 
1.ტრანსპორტირება 
2.ბანაკში შესასვლელი ბილეთი
3.ბანაკის და ლაშქრობის ინსტრუქტორების მომსახურება
4.ფოტო-ვიდეოგადაღება
5.ბანაკის ინვენტარი არქონის შემთხვევაში
6.სამწვადე
7.პური
8.წყალი
9.ყავა
10.ჩაი
11.შაქარი
12.ტკბილეულობა
13.გაზი
14.ალკოჰოლური სასმელები
(საკვები ინდივიდუალურად მოგვაქვს ყველას სამი დღის სამყოფი, არ შედის ფასში)

__________________
✔სიაში ჩასაწერად უნდა მოგვწეროთ სახელი გვარი და მობილურის ნომრები. რიცხავთ ტურის საფასურს და გვატყობინებთ მობილურზე, ინახავთ ჩეკს.
თანხა არ ბრუნდება უკან თუ მონაწილეობაზე 5 დღით ადრე იტყვით უარს
▲თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 26 მარტი, ორშაბათი
☒თანხის ადგილზე მოტანა დაუშვებელია.!

▲თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
დანიშნულება: სათავგადასავლო ბანაკი, სახელი-გვარი.
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ მესიჯით.

მიმღები: ლელა წიკლაური

რა დაგჭირდებათ?
1. ზურგჩანთა საკუთარი ტვირთვისთვის
2. სამი დღის სამყოფი საკვები
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თბილი ტანსაცმელი
4. არაერთჯერადი საკუთარი ჭურჭელი (თეფში, ჭიქა, კოვზი, მათარა)
5. ფანარი
6. ჰიგიენის ნივთები
7. კარავი, საძილე ტომარა, პარალონი (არქონის შემთხვევაში მოგვმართეთ )
8.♫ თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. 

დამატებითი ინფორმაციითვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით გვერდის პირად შეტყობინებებში ან მობილურზე

ლელა :
თენგო:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/03/18
    დაბრუნება
    • 01/04/18