national delicacy

ხელოვნებათმცოდნის თვალით დანახული აღმაშენებლის გამზირი - მარტი, კვირა.

  • ID: 39442
  • ნახვები: 6572
complogo
გაიცანი საქართველო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/03/18
    დაბრუნება
    • 18/03/18
დამატებითი ინფორმაცია

18 მარტს (კვირას), "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ ტურს - ხელოვნებათმცოდნის თვალით დანახული აღმაშენებლის გამზირი.

 

ტურს გაუძღვება გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე - ვალერიან კალანდაძე.

 

✔ 11:00 საათი - შეკრება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან.
მოვინახულებთ:

 

✔ თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია. ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უადრესი სამეცნიერო ცენტრი. აღნიშნულ ობსერვატორიაში 1899 წლის დეკემბერში იოსებ ჯუღაშვილმა (იოსებ სტალინი) დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა და თითქმის ორი წელი იმუშავა.
✔ კინოთეატრი "აპოლო". კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. იგი გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
✔ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. შენობა 1895 წელს არის აგებული არქიტექტორ პაულ შტერნის მიერ. ძირითად მოცულობას საბჭოთა ხანაში მიუშენდა მარჯვენა ნაწილი, რომელის არქიტექტურული მორთულობა თავდაპირველი ბირთვის დეკორს იმეორებს.
✔ ყოფილი "ვეტცელის სასტუმრო". XIX საუკუნის ბოლოს ააგო გერმანელმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა, ვეტცელების შეძლებული გვარის დაკვეთით. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნაგებობაში სასტუმროსთან ერთად თეატრიც იყო მოთავსებული. 1910-იანი წწ-დან შენობა ქართველ მეწარმესა და მეცენატს ნოე სიხარულიძეს ეკუთვნოდა.
✔ არქიტექტორ პაულ შტერნის საკუთარი სახლი 1893 წ-ს არის აგებული.
✔ 1903 წელს საკუთარი ოჯახისთვის აგებული მოდერნის სტილის გამორჩეული ნიმუში, რომელიც მეწარმემ და პირველი გილდიის ვაჭარმა ერასტ ჭავჭანიძემ ააგო.
✔ ტურის განმავლობაში მოვინახულებთ აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ მხატვრულად და ისტორიულად გამორჩეულ შენობებს. გავეცნობით მათთან დაკავშირებულ ისტორიებსა და ლეგენდებს. დავათვალიერებთ ზოგიერთ მათგანში შემორჩენილ, მხატვრულად გაფორმებულ სადარბაზოს. ვისაუბრებთ არქიტექტურულ სტილებზე.

 

ტურს ვასრულებთ 16:00 საათისთვის ზაარბრიუკენის მოედანზე (მშრალ ხიდთან)

 

ტურის ღირებულება გახლავთ .

 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა
----------------------------------------------------------------------------------
მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
გაიცანი საქართველო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/03/18
    დაბრუნება
    • 18/03/18