national delicacy

ორ დღიანი ლაშქრობა ხევიდან ხევსურეთში.

  • ID: 39443
  • ნახვები: 4881
complogo
ჯეო ვიზიტორს
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/18
    დაბრუნება
    • 01/07/18
დამატებითი ინფორმაცია

 

ორ დღიანი ლაშქრობა ხევიდან ხევსურეთში. (ჯუთა - ჭაუხები)
 

 შაბათს 7 ივლისს,  07:30 საათზე შევიკრიბებით  რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. გასვლა 8 საათზე, მოგვემსახუება კომფორტული მიკრო ავტობუსი.

ტურის ღირებულება .

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, ორი გიდი, ფოტო გადაღება.

 თანხის ჩარიცხვა ნახევარის 1 თვით ადრე, მეორე ნახევრის 2 კვირით ადრე. გადაფიქრების შემთხვევაში თანხა 1 კვირით ადრე არ ბრუნდება.

აღჭურვილობის არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენთან ქირაობაც ( კარავი, საძილე ტომარა, პარალონი).

დამატებითი ინფორმაციისთვის და დაჯავშნისთვის დარეკეთ
ემი

თბილისიდან  მიკროავტობუსით 155კმ. სამ საათში ჩავალთ ხევის სოფელ ჯუთაში 2200 მ. ზღვის დონიდან.
ჯუთადან ვიწყებთ ფეხით სიარულს ჭაუხების საბანაკისკენ. საღამოს დავბანაკდებით ჭიუხების ღამისსათევზე.
მეორე დილით 8 საათზე ავშლით ბანაკს, ვისაუზმებთ და 9 საათზე დავიძვრებით ჭაუხების უღელტეხილისკენ,  3338მ. ზღვის დონიდან. დავეშვებით ხევსურეთში აბუდელაურის ფერად ტბებთან: მწვანე, ლურჯი და თეთრი.

ჭაუხის მასივი ციცაბო კლდოვანი მწვერვალების წყებაა. მდეარეობს ცენტრალური კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე. ჰყოფს აღმოსავლეთ საქართველოს ორ მთიან კუთხეს ხევს და ხევსურეთს. ტბებიდან  ჩავალთ პირაქეთა ხევსურეთის სოფელ როშკაში. 2000 მ ზღვის დონიდან.

სოფელ როშკიდან მიკროავტობუსით ორ საათში დავბრუნდებით თბილისში. თბილისამდე 100 კმ.
ორი დღის განმავლობაში ფეხით გასავლელი მანძილი 20 კმ.
ტური გამოცდილი მოლაშქრისთვის არის საშუალო სირთულის. დამწყებისთვის რთული.
საჭმელი და პირადი აღჭურვილობა ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 

   საჭირო ინვენტარი:

1.      ზურგჩანთა

2.      ორ ტენტიანი კარავი.

3.      საძილე ტომარა

4.      პარალონი

5.      საწვიმარი

6.      ფეხსაცმელი სპორტული, ორი წყვლი (სასურველია სამთო წყალგაუმტარი)

7.      თბილი ტანსაცმელი (ორი წყვილი)

8.      მზისგა დამცავი ქუდი

9.      მზის სათვალე

10.  მზისგან დამცავი კრემი

11.  ფანარი

12.  წყლის ჭურჭელი

საკვები:

მოგვაქვს ორი დღის სამყოფი. მსუბუქი კომპაქტური და კალორიული საკვები.

რადგან ვიქნებით ალპურ ზონაში და არ გვექნება კოცონი, ვისაც სურს ცხელი ჩაი ან ყავა, თან უნდა იქონიოს სალაშქრო მინი გაზქურა, ლითონის მადუღარა და ლითონის ჭურჭელი.

 

ლაშქრობის წესები რომელსაც ვიცავთ ყველა

შეკრიბის ადგილზე მოვდივართ დროულად;

არ მოგვაქვს ერთჯერადი და შუშის ჭურჭელი;

ტურზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში, არც ნაბახუსევი,  არ მოგვაქვს სასმელი,არ ვყრით ნაგავს.

საკვებს ვღებულობთ ყველა ერთად შესვენებისას და დაბანაკებისას.

გადავაადგილდებით ერთად, მოწესრიგებულად.

ვმოქმედებთ გუნდურად.

ვემორჩილებიდ გიდის მითითებებს.

 

ტური შედგება 15 მოლაშქრის შეკრების შემთხვევაში, დაჯავშნა წინასწარ.

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ჯეო ვიზიტორს
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/18
    დაბრუნება
    • 01/07/18