national delicacy

სალაშქრო სეზონის საყოველთაო გახსნა რაჭაში

  • ID: 39519
  • ნახვები: 3756
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
დამატებითი ინფორმაცია

,,დაათვალიერე საქართველო'' და მისი მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი'' 14-15 აპრილს მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად გახსნის სალაშქრო სეზონს. გთავაზობთ 2 დღიან ბანაკს რაჭაში შაორზე სადაც თავმოყრილნი იქნებიან საქართველოს მოლაშქრეთა კლუბები და დამოუკიდებელი მოლაშქრეები
საკონტაქტო ნომერი:
რეზი

უამრავი გასართობი და ცოცხალი მუსიკა ;) 

>>>>თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები<<<<<

1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ მანდილოსნების გარემოცვაში და ტრანსპორტში
8)მარშირების დროს აკრძალულია ყურსასმენების გამოყენება
9)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
10)აკრძალულია წუწუნი ნებისმიერ რამეზე რადგან ითავისებთ წამოსვლამდე იმას რომ თქვენი სურვილით ჩაეწერეთ სიაში და უკვე იმყოფებით ლაშქრობაში მოლაშქრეთა კლუბთან ერთად
11)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
12)რაიმე პრობლემის შემთხვევაში ეგრევე აცნობეთ გამყოლებს

ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ლაშქრობას და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით.... 

კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)

გასვლის დროები და არა შეკრების ასე რომ min. 10 წუთით ადრე მაინც უნდა მოხვიდეთ:
რუსთავი-06:00-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე 
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან
დამგვიანებელს თუ შეგვატყობინებს რომ აგვიანდება და max. 15 წუთში მოვა დაველოდებით.გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოუწევს ქალაქში დარჩენა.

მოსანახულებელი ადგილი:
ცხრაჯვარი
შაორის ტბა (ბანაკი)
ნიკორწმინდა

ღამისთევა კარვებში

ლაშქრობის ღირებულება: 
საკუთარი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში
(კარავი,საძილე,პარალონი)
აღჭურვილობის არქონის შემთხვევაში
(კარავი,საძილე,პარალონი)

ღირებულებაში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტო-ვიდეო გადაღება

ფასში არ შედის კვება თან მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები
ან შესაძლებელია შევთანხმდეთ ყველანი ერთად კვების ამბავზე წავიღოთ სამწვადე და ა.შ.

GE09TB1100001 - თანხას ჩარიცხავთ თი ბი სი ბანკის ამ ანგარიშზე,მიმღები: რევაზ შოშიაშვილი დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი,ინტერნეტ ბანკით სარგებლობის შემთხვევაში სქრინი.
ჩარიცხვა აუცილებლად შეგვატყობინეთ SMS_ით ან დაგვირეკეთ და დაელოდეთ დადასტურებას.

ლაშქრობა უნდა დაიჯავშნოს წინასწარ
ჯავშნის თანხას 5 აპრილის ჩათვლით გადმორიცხავთ აღნიშნულ ანგარიშზე.
ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება გადმორიცხვიდან მეორე დღის გარდა,რადგან სხვას ვისაც წამოსვლა სურს არ შეექმნას პრობლემა თქვენს გამო.
სრულად გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილების გამო!!!
ლაშქრობა თუ ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადმორიცხული თანხა დაგიბრუნდებათ უკან...

მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა-15 ადამიანი

მეგობრებო ტურის ან ლაშქრობის დაჯავშნა ხდება თანხის გადმორიცხვის დროს და არა სიაში ჩაწერის დროს გვაქვს 2 სია სავარაუდო წამომსვლელთა და წამომსვლელთა სია ანუ ხალხი უკვე რომელმაც ჩარიცხა და დაჯავშნა ადგილი 
ასე რომ მოწერა და წამოსვლა მინდა არ ნიშნავს იმას რომ ადგილი დაჯავშნილი გაქვთ . . . ეს იმიტომ რომ: 1)დაზღვეულნი ვიყოთ ტურის ან ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილებლაზე 
2)თქვენს გამო სხვას არ ვუთხრათ უარი და შემდგომ თქვენ რომ ვეღარ წამოხვიდეთ სხვაც ისე არ დარჩეს . . . 
3)თანხის ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით და იკითხეთ გვაქვს თუ არა ადგილი . . . 
აუცილებლად მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება სარეზერვო (სავარაუდო წამომსვლელთა სია) თუ ადგილი გამოჩნდება ხოლმე და არ მოხდება ახალი პიროვნებების ჩასმა რომელიც ადგილის გამოჩენამდე არ გვყავდა სარეზერვო სიაში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18