national delicacy

დღიანი ტური სტამბულში

  • ID: 39652
  • ნახვები: 8138
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
დამატებითი ინფორმაცია

ტიტების ფესტივალი სტამბოლში!!!

ეს ის პერიოდია, როდესაც სტამბოლში ტიტების ბუმია ♥

ეს შთამბეჭდავი სანახაობა ყოველი წლის გაზაფხულზე აპრილის თვეში იმართება ♥
აპრილში, სტამბოლის ქუჩებში ათასი ფერის ტიტები იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. ამ დროს ნამდვილად იგრძნობა გაზაფხულის დადგომა

ფესტივალზე 200 სხვადასხვა სახეობის ტიტას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი თურქეთშია გამოყვანილი. ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება ტიტების ახალი ჯიშის ბოლქვების შეძენაც.

ზღაპრული სტამბოლი- აქცია რომელიც არ უნდა გამოტოვო!!!

მგზავრობა VIP კლასის ავტობუსით: სრული პაკეტი

მოგზაურობის თარიღები:

30-31 მარტი-1-2-3 აპრილი
11-12-13-14-15 აპრილი
25-26-27-28-29 აპრილი

ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა უმაღლესი დონის ავტობუსით .
- 4* სასტუმრო (ფოტოებზე ნაჩვენები, რეალური 4*).
- საუზმე - სრულფასოვანი დილის კვება.
- ქართულ ენოვანი გამყოლი
- ფოტოგადაღება

ღირებულებაში არ შედის :
- ვახშამი 
- მუზეუმების მოსაკრებელი: 215 ლირა ჯამში

6 - 7 საათში ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)
საბაჟო პროცედურების დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.
ამ პროცედურების შემდეგ კი გავეშურებით სტამბულისკენ!

გასვლა სტამბოლისკენ 1050 კილომეტრი. დაახლოებით 24 საათი მგზავრობა .. გზად ტრაპიზონში დავინახავთ მცირე აია-სოფიას ტაძარს, სულიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ კერას და განვაგრძობთ გზას... 
დილის 11 საათზე ჩავდივართ სტამბოლში...
11 - 13 საათი სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.
შესვენება 1.5 - 2 საათი და შემდეგი სამი დღე იწყება ემოციების ზღვა <3სტამბოლი ყველა დროს და ყოველთვის გაგაოცებთ <3

სტამბოლში სანახავი ობიექტები:
1) აია სოფიას ტაძარი
2) სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი
3) თოფქაფის სასახლე
4) ჰარემის სასულთნო აპარტამენტები
5) გალათას კოშკი
6) გალათას უბანი (GalataSarayi)
7) სტამბულის აკვარიუმი (მსოფლიოში ერთერთი უდიდესი)
8) ბოსფორის ხიდი
9) ეგვიპტური ბაზარი
10) წმინდა ირინეს სახელობის ტაძარი
11) კონსტანტინეპოლის გალავანი
12) "დოლმა ბაჰჩე" (დროის დარჩენის შემთხვევაში)
13) ბაზილიკა ცისტერნა.

და სხვა კიდევ არაერთი საოცარი ისტორიული და ძალიან ლამაზი ადგილი!!

წინა ტურის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ!
შეგახსენებთ 110 ლირიან მოსაკრებელს ემატება :
1) აკვარიუმი - 65 ლირა
2) ბოსფორის ტური - 20 ლირა
3) ბაზილიკა ცისტერნა - 20 ლირა
4) აკრედიტებული რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი გიდი. (ჯგუფის გადაწყვეტილების მიხედვით)
---------------------------------
ასევე თავისუფალ დროს შეგვიძლია გავისეირნოთ არაერთ ცნობილ ადგილზე, ვიშოპინგოთ, დავაგემოვნოთ სუპერ კერძები ადგილობრივ თევზის რესტორნებში და ა.შ. 
---------------------------------------

ავტობუსით მგზავრობის და სასტუმროში განთავსების დროს აუცილებელია სწორი განწესი რათა მოგზაურობა იყოს მართლაც დაუვიწყარი <3 <3

პირველად საქართველოში :
თრეველერ ჯი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ და ადაპტირებულ პირობებს მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის.

იმისათვის რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს სასიამოვნო და კაბადოკიის გრძელი გზის დასასრულს თქვენ იგრძნოთ კომფორტული მგზავრობის შედეგი ამისთვის გვაქვს რამოდენიმე წესი:

1)ვიკრიბებით დაუგვიანებლად გასვლის ადგილზე. იმ დროს რა დროც დაანონსებული იქნება ჩვენს მიერ.
2) ტრანსპორტში ადგილებს ვიკავებთ იმის მიხედვით, როგორც იქნება თავისუფალი თქვენი მოსვლის მომენტისთვის, ტრანსპორტში ადგილები არ რეზერვდება წინასწარი შეკვეთით....
3) მგზავრების აყვანა ხდება თბილისი ბათუმის ცენტრალურ ავტობანის მონაკვეთზე. ავტობუსი არ უხვევს შიდა ქალაქებსა და შიდა ქუჩებში.
4) მგზავრობისას აუცილებელი პირობაა : უხმაუროდ, ყოველგვარი ზედმეტი გადაძახილ-გადმოძახილის გარეშე ვიმგზავროთ, რაც მშვიდი მოგზაურობის აუცილებელი პირობაა. 
5) მგზავრობის დროს არ ვუსმენთ მაღალ ხმაზე მუსიკას, ამისათვის უნდა ვიქონიოთ ყურსასმენები და ისე ვუსმინოთ მუსიკას. 
6) მგზავრობის დროს არ ვცეკვავთ ტრანსპორტში, არ ვმღერით ტრანსპორტში და თავს ვიკავებთ ყოველგვარი იმისგან რაც არის ხმაურის გამომწვევი და სიმშვიდის დამრღვევი.
7) სრული მგზავრობის დროს მკაცრად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება თბილისიდან კაბადოკიამდე, როგორც ტრანსპოტრში ასევე გაჩერებებზე. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყოველ გვარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება მოგზაურობიდან. 
8) არ ვეწევით თამბაქოს ტრანსპორტში, არ ვიბკურებთ მძაფრ სუნამოებს ტრანსპორტში და სხვა მძაფრი სუნების გამომწვევ საშუალებებს ასევე არ ვიყენებთ ტრანსპორტში, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის დრო, რომელიც განკუთვნილია ყოველ 3 საათში ერთხელ გაჩერებისთვის.
9) არ ვიკვებებით ტრანსპორტში, ვინაიდან ყოველ 3 საათში ერთხელ ავტობუსი ჩერდება და ეს განსაზღვრულია წინასწარ ამ დროში არსებულ რესტორნებში, ჩვენით იქვე შეძენილი საკვებით ვიკვებებით 
10) არ ვჭამთ მზესუმზირას ავტობუსში, ვინაიდან ის არამარტო იწვევს დანაგვიანებას არამედ მზესუმზირის ჭამისგან გამოწვეულ ხმაური ნერვებს უშლის თქვენ წინ და უკან მჯდომ ადამიანებს.
11) ყველა სახის ნაგავს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მგზავრობის დროს ვანთავსებთ ავტობუსში არსებულ ურნაში.
12) მას შემდეგ რაც მგზავრობა გადადის ღამის პერიოდზე, მძღოლი დაუწევს შიდა განათებას რათა მას შიდა განათებამ არ შეუშალოს ხელი ტრანსპორტის მართვაში და ასევე მგზავრებისთვის მგზავრობა იყოს კომფორტული, თითოუელი მგზავრის მიმდებარედ არის განათების ინდივიდუალური ჩამრთველი რაც მგზავრს საშუალებას აძლევს ავტონომიურად გამოიყენოს სანათი.
13) ტრანსპორტირების დროს კლიმატ-კონტროლი გარემო ტემპერატურასთან შესაბამისია.
14) ტრანსპორტის გაჩერება ხდება ყოველ 3-4 საათში ერთხელ არსებულ კვების ობიექტების მიმდებარედ სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ დაიკმაყოფილონ ყველა სახის ფიზიოლოგიური მოთხოვნა. 
15) გამყოლი-გიდი არის უზენაესი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრობის დასაწყისიდან დასასრულამდე მთელი მოგზაურობის დროს.
16) გამყოლი-გიდი რომელიც არის კვალიფიცირებული არსებულ მოგზაურობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში კიდევ ერთხელ მოგიყვებათ დეტალურად არსებული მოგზაურობის შესახებ და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ გამყოლ-გიდს, რათა მან ჯერონად შეძლოს თავისი საქმის შესრულება. 
17) წესდება არის წერილობითი, რომელსაც ასევე ემორჩილება კომპანია Traveler Ge, მძღოლი, გამყოლი-გიდი, თარჯიმანი და ყველა ვინც ემსახურება მოგზაურობას. ამის გათვალისწინებით გამყოლი-გიდის მიერ წარდგენილ წესდებას ემორჩილება და ითვალისწინებს თვითოეული მგზავრი. 
18) თუ მგზავრი არ დაემორჩილება ზემოთ ხსენებულ წესდებას, კომპანია და გამყოლი-გიდი იხსნის ვალდებულებას მგზავრის წინაშე, რაც გამოიხატება შემდეგში... იქ სადაც დარღვეული იქნება მგზავრობის წესები, გამყოლი გიდის მიერ მოხდება 2 გაფრთხილება და მე-3 შემთხვევისას მგზავრი მოიხსნება მოგზაურობიდან. ასეთ შემთხვევაში მგზავრს არ უბრუნდება გადახდილი თანხის არანაირი პროცენტი. 
19) ამ ყოველივე წესებს ვიცავთ იმისათვის, კიდევ ვიმეორებთ, რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს კომფორტული და სასიამოვნო. 
20) თუ მოხდა რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა ტრანსპორტში, ეს არის ფორს მაჟორული გარემოება რაზეც კომპანია Traveler Ge იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ხდება ტრანსპორტის შეკეთება ან შეცვლა შესაბამის დროში. 
21) ჩვენს კომპანიაში 500 კილომეტრზე შორ ტრანსპორტირებას ემსახურება 2 მძღოლი რათა მგზავრობა იყოს უსაფრთხო. 
22) მას შემდეგ რაც სრულდება მგზავრობა და ჩავდივართ დანიშნულების ადგილას, იწყება სასტუმროში ე.წ. „ჩექინის“ პროცედურა.
23) სასტუმროში განთავსების დრო წინასწარ ეცნობება მგზავრებს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი გარემოება, როდესაც გვიწევს 1 ან 2 საათი დაყოვნება განთავსების დროს. ეს გარემოებებია : ა) სასტუმროში არსებული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გვიან გავიდნენ სასტუმროდან. ბ) სასტუმროს პერსონალის მიერ დალაგების დაგვიანება. გ) და სხვა მცირე ტექნიკური გარემოებები
24) სასტუმროში განთავსება და ადგილების რაოდენობა ნომრებში წინასწარ ტურში ჩაწერის დროს თანხმდება მგზავრებთან.
25) მოგზაურობის სრული მიმდინარეობა მოცემულია პროგრამაში,მგზავრობის მიმდინარეობა შესაძლებელი შეიცვალოს მგზავრებისა და კომპანიის წარმომადგენლის საფუძველზე.

Traveler Ge გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მოგზაურობას. 
<3
-------------------------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით
, ბაკური
555-336-221 მარიამი
577-348-853 სერგო
ნიკა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/04/18
    დაბრუნება
    • 15/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა