national delicacy

ულუმბო,ბრეთი,რუისი,ურბნისი

  • ID: 39884
  • ნახვები: 6866
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/04/18
    დაბრუნება
    • 01/04/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" ბზობის დღესასწაულზე გთავაზობთ ერთ დღიან ტურს:

1. ულუმბოს მამათა მონასტერი - მე-6 საუკუნეში დააარსა მიქაელ ულუმბოელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა. დაკრძალულია აქვე. მე-13 საუკუნეში ჯალალ-ედ-დინთან ბრძოლისას ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავს. მე-14 საუკუნის ბოლოს ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან და დიდ სასწაულმოქმედად ითვლება. მის ძალას მიაწერდნენ ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას. ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგს. მეორედ აღშენების თარიღად 1400-1415 წლები სახელდება, ხოლო 1871 წელს მღვდელმსახურების განახლების მიზნით მონასტერი თავიდან აღადგინეს.

2. ბრეთის დედათა მონასტერი – მე-6 საუკუნეში დააარსა პიროს ბრეთელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა. დაკრძალულია აქვე. სიტყვა „ბრეთი“ ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი, რაც მონასტრის სიდიდესა და ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მე-8-9 საუკუნეებისაა. მე-11 საუკუნეში აქ შეიქმნა ვერცხლის საომარი ჯვარი და ტყავის სახარება. 

3. რუისის ტაძარი - მე-8-9 საუკუნეები. მთავარი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, ხოლო მცირე ეკლესია - ღვთისმშობლის შობის. გადმოცემით თავდაპირველად აუგია ვახტანგ გორგასალს, თუმცა ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მე-11 საუკუნეში იგი განუახლებია გიორგი ეპისკოპოსს. საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხანი. თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442). მე-17 საუკუნეში ეკლესია განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს.

4. ურბნისის სიონი - მე-5-6 საუკუნეები. "ქართლის ცხოვრება” ურბნისის აშენებას მცხეთოსის შვილს უფლოსს მიაწერს. იგი იხსენიება წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. აქ ერთი თვე გაჩერებულა და შემდეგ სალოცავად და სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. მე-8 საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა. დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა ცნობილი 1104 წლის საეკლესიო კრება. ურბნისი ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (მე-10 საუკუნე, გადამწერი იოანე ტატანელი).

5. სამთავისი (თუ დრო დაგვრჩა) - მე-5 საუკუნეში პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად. მე-6 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ისიდორე სამთავნელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. დაკრძალულია აქვე. პირველი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ მე-10-11 საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ხოლო ახლანდელი მაცხოვრის ამაღლების ტაძარი 1030 წელს ააგო ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა. 2007 წლიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ფეხით სასიარულო ულუმბოს მონასტრის გზაზე. ერთი გზა 6 კმ. მარტივი სირთულის სულ სწორ რელიეფზე. ჯამში 12 კმ. 
თუ ნაწვიმი არ იქნება მიკროავტობუსი შეგვიმცირებს დაახლოებით 4 კმ. დანარჩენს კი ფეხით გავისეირნებთ ბუნებაში.
დაგვრჩება ჯამში 8 კმ გასავლელი.

1 აპრილი, კვირა. 
ტურის ღირებულება:

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 
7:00 სთ. 
გავდივართ: 7:10 სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით. რადგან ტური გათვლილია დროში.) 

ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა მიკროავტობუსით 
- გამყოლი
- ფოტოგადაღება

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/04/18
    დაბრუნება
    • 01/04/18