მოინახულეთ ლაგოდეხის ულამაზესი დაცული ტერიტორიები
ტურის ღირებულებაში შედის:
*ტრანსპორტირება
*ფოტო გადაღება
*სურვილისამებრ გიდის მომსახურეობა
* “პიკნიკი“
ტურის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით:
032 243 03 32
მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.