გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან დავით გარეჯში ! ტური შესაძლებელია მოვაწყოთ თქვენთვის სასურველ დროს ! ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ :
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ! კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.
ტურის ღირებულებაში შედის MERCEDES - BENZ მარკის ავტომანქანით მომსახურება. აღნიშნული ტური ან თქვენთვის სასურველი ტური ნებისმიერი მიმართულებით შესაძლებელია მოვაწყოთ თქვენთვის სასურველ დროს ! გარდა ამისა გთავაზობთ ტურებს თბილისიდან საქართველოს ყველა კუთხეში თქვენთვის სასურველ დროს. ამისათვის დაგვირეკეთ 558 107343 ირინა