ნაძვის ყვავილობა კახისის ტბაზე!!! +წეროს ტბა
26-27 მაისი 2 დღიანი სალაშქრო საფეხმავლო ტური
არ გამოტოვოთ
გელით ძალიან სასიამოვნო დროის გასატარებლად
მოგზაურობას ვიწყებთ:
დღე 1: ჩავალთ სოფელ ჭობისხევამდე მიკროავტობუსით, საიდანაც იწყება საფეხმავლო გზა 8 კმ . პირველს მოვინახულებთ ულამაზეს სოფელ დაბაძველს.გადავიღებთ ფოტოებს,დავტკბებით ხედებით(ამ პერიოდში განსაკუთრებით ლამაზია მინდვრის ყვავილებში ჩაფლული დაბაძველი) და გადავალთ კახისის ტბაზე,სადაც დავცემთ ბანაკს, დავანთებთ კოცონს და შევქმნით ჩვენთვის დაუვიწყარ გარემოს,ხალისი და განწყობა მოგვაქვს სახლიდან.
დღე 2. მივირთვათ ცხელი სასმელი, შუადღის 13:00 საათისთვის ვალაგებთ ეკიპირებას და გავემართებით წეროს ტბისკენ , იქაც დავყოფთ გარკვეულ დროს, ვემზადებით წამოსასვლელად და დავიძვრებით სოფელ ჭობისხევისკენ დაახლოვებით 20:00 საათზე გამოვემართებით თბილისისკენ
გასათვალისწინებელი პირობები
*არ ვყრით ნაგავს
*არ ვსვავთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
*ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატრის მითითებებს
*არ ვბილწვსიტყვაობთ
* აუცილებელია სალაშქრო ზურგჩანთა, სალაშქრო ფეხსაცმელი(ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი), საწვიმარი , მზის სათვალე, კეპი.
*სასურველია: სალაშქრო ჯოხები,ინდივიდუალური აფთიაქი.
ტურის ღირებულება შეადგენს
ღირებულებაში შედის
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
კარავი (არ ქონის შემთხვევაში)
ღირებულებაში არ შედის კვება (ინდივიდუალურია) ყველას მოგვაქვს სახლიდან 2 დღის სამყოფი საკვები
ასევე არ შედის ეკიპირება: საძილე ტომარა, ქვეშაგები.
პ.ს ასევე შეგვიძლია წამოვიღოთ ბურთი,ფრიზბი,გიტარა და სხვა სახალისო გასართობები
შეკრების ადგილი სასტუმრო რედისონი ველოსიპეტის ძეგლთან
გავდივართ დილის 6:00 საათზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
შაკო (რანგო)