national delicacy

აგროტური აწყურში, ორგანული ფერმა

  • ID: 40638
  • ნახვები: 8419
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
დამატებითი ინფორმაცია

როგორც დაგპირდით ახალი სეზონიდან ახალი შემართებით ვიწყებთ ახალი მიმართულების , აგროტურიზმის დამატებას. მიმართულება მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე ორგანული მეურნეობის პოპულარიზაციას. ჩვენი კლუბი ხელს შეუწყობს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს რათა მათი საქმიანობა უფრო ცნობადი გახდეს და ასევე გამოიწვიოს ინტერესი ამ მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდობაში. ფენიქსი აქტიურად შემოგთავაზებთ ასეთი სახის ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შემოიკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით ♥

ჩვენი პირველი მასპინძელი იქნება  ,საოჯახო მეურნეობა , რომელიც მდებარეობს ახალციხის რაიონ, სოფელ აწყურში. მისი დამფუძნებლები, გაგა მუმლაძე და ქეთი დიდმანიძე აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტებს. მათი ლოზუნგია: #ჩვენვაწარმოებთჯანმრთელობას

ტურის ფარგლებში გთავაზობთ:

1) "ბარბალეს" წარდგენა
2) ვიზიტი ნაკვეთში, ლობიოს დათესვა, სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის გაცნობა
3) სკების პრეზენტაცია (ფუტკართა საზოგადოება, როგორი შრომისმოყვარეები არიან და მოწოდება , რომ შრომა არ დაეზაროთ მომავალში)
4) საღამოს ნახირზე დახვედრა და ცხოველებზე მოყოლა, სურვილის შემთხვევაში ძროხის მოწველა
5) "ბარბალეს" სუფთა პროდუქტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნება
6) ტკბილეული და "ბარბალეს" მურაბა

✈ შეკრება: 29 აპრილი , კვირა, მეტრო რუსთაველი, შოთას ძეგლთან,მაკდონალდსის წინ დილის 08:00 საატზე გასვლა.

❁ტურის სახეობა: აგროტური

☼ ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!

♕ რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ფეხსაცმელი, მსუბუქი და თბილი სალაშქრო ან სპორტული ტანსაცმელი, 

♡ რა წავიღოთ?
პატარა ზურგჩანთა,.ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი 1 ლიტრი სულ მცირე.
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები , ასევე ტანისამოსიც ერთი ხელი. ქუდი, ყელსახვევი,საწვიმარი, კარგი განწყობა და ღიმილი ოფტომ :) 

$ ფინანსური საკითხი:
------------------------------------------------------------------------
მოსაკრებელი:  
კლუბის წევრებისთვის :
საფასურში შედის: ტრანსპორტირება, გამყოლების მომსახურება, ადგილობრივი კერძების და ტკბილეულის დაგემოვნება

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და ტურის სახელწოდება!!!
შეინახეთ ჩეკი

❁თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე: 26 აპრილი, ხუთშაბათი

❁წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! პირიქით, თუ რამეს ვნახავთ შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ და მოგვაქვს.
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე და ისეთ თემებზე რაც კამათს გამოიწვევს.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

✖მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

❁წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

☎ ლელა
☎ თენგო

☛შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...ყველამ ერთად ვეცადოთ გავატაროთ პოზიტიური დღე....

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი