national delicacy

კარსანი, ბაგინეთი, ოლღა და ა.შ.

  • ID: 40655
  • ნახვები: 5631
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/18
    დაბრუნება
    • 28/04/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს მცხეთის შემოგარენში.

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე. წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

2. კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია – მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აქედან იშლება ულამაზესი ზედა ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე.

3. არმაზციხე (ბაგინეთი) - სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. მოიცავს სამ მკაფიოდ განსხვავებულ კულტურის ფენას: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.).არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.

4. მცხეთის ბეთლემი - მე-4 საუკუნე. ეს არის კლდეში ნაშენები სალოცავი, ძველი თქმულების თანახმად წმ. ნინო აქ ლოცულობდა და აქ იყო მისი მოსასვენებელი. ააგეს მღვიმეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის პირას მოინათლა ქართველი ერი.

5. მცხეთის აკლდამა - I-II საუკუნე. აგებულია კლდოვანი მთის ძირას, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუტხა ქვაბულში. აკლდამა გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. მასში აღმოჩნდა ქალისა და ბავშვის ძვლები, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა, ოქროს, პასტის, მინისა და ქვის მძივები, ოქროს საკიდები და ღილები, დამკვრელ-მომღერალი ჭაბუკის მინის სანელსაცხებლეები. აკლდამა ანტ. ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტ. ძეგლია. ამგვარი აკლდამები აღმოჩენილია ჩრდილო შავი ზღვის პირეთში, მცირე აზიაში და საქართველოში.

6. ოლღას მონასტერი - მე-11-12 საუკუნეები. ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია „ახალქალაქურის“ სახელწოდებით და ცნობილია, რომ 1609 წელს მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი სწორედ ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ვინმე ოლღა გორნიჩს და მის მეუღლეს ეს მიდამოები მთლიანად გაუთხრიათ და მიწით დაფარული მონასტერი აღმოუჩენიათ. მათ გაწმინდეს და შეაკეთეს იქაურობა და დაარსეს დედათა მონასტერი.

28 აპრილი, შაბათი.
ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ჯამში: 
7კმ. მარტივი სირთულის. 
(კარსანზე თუ გზა ძალიან გაფუჭებული არ იქნება მიკროავსტობუსმა შეიძლება შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილის ნახევარი).

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ. დაგვიანებულებს ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი. გავდივართ 8:00 სთ.

ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/18
    დაბრუნება
    • 28/04/18