კომპანია lema Travel გთავაზობთ 3 დღიან ტურს ულამაზეს ბაქოში
მოგზაურობის თარიღი- 18-19-20 მაისი (2 ღამე/3დღე)
ტურის ღირებულება- (ფასი მოცემულია 1 ადამიანზე)
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
სასტუმრო (საუზმით),
·გამყოლი,
·შიდა ექსკურსიები.
·1 ლანჩპაკეტი (მე-2 დღეს)
·მანქანებით გადაადგილება გობუსტანიდან ტალახის ვულკანებამდე;
განთავსება მოხდება სასტუმროში 2-3-4 ადგილიან ნომრებში
სასტუმრო: 4*Tebriz Hotel
ღირებულებაში არ შედის: მუზეუმების და გემის მოსაკრებელი დაახლოებით 50 მანათი. (სტუდენტები მუზეუმებში იხდიან თანხის ნახევარს).
დღე 1:
გავდივართ სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან 02:00 საათზე, მოგზაურობა 11 საათი.
* ჩასვლა და სასტუმროში განთავსება:
* დასვენება
15: 00 გასვლა ბულვარში
*ხალიჩების მუზეუმი
* გემით გასეირნება (კარგი ამინდის შემთხვევაში)
*თავისუფალი დრო შოპინგისთვის სავაჭრო ცენტრში- 28 მაისის მოლი
*ფუნიკულიორი, ხედები ღამის ბაქოზე
* სასტუმროში დაბრუნება
დღე 2:
*საუზმე სასტუმროში;
*დღეს მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც ახალი ბაქოს მთავარ ნაწილშია. ალიევის მუზეუმი ახალი ბაქოს მოდერნიზმის სიმბოლო. შენობა ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის ფორმისაა. ცენტრი არის გაყოფილი 2 ნაწილად: 1- საგამოფენო დარბაზები, სადაც გამოფენილია ტანამედროვე ხელოვნების სკულპტურები, შენობების მაკეტები, სახალხო მუსიკალური ინსტრუმენტები, თოჯინები და სხვა. 2- კლასიკური მანქანების შეუფასებელი გამოფენა.
* მოვინახულებთ გობუსტანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ ნაკრძალს, რომელიც მდებარეობს ბაქოს სამხრეთით, კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთსა და კასპიის ზღვას შორის. ნაკრძალის საერთო ფართობია 3096 ჰა. ნაკრძალში დაცულია კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც შექმნილია მეზოლითის პერიოდში.
* სადილი (ლანჩ-პაკეტი)
* გობუსტანის ტალახის ვულკანების დათვალიერება.
*სასტუმროში დაბრუნება
დღე3:
საუზმე სასტუმროში. ნომრების ჩაბარება.
*იჩერი-შეჰერი - ძველი ბაქოს ისტორიული ცენტრი. როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, იჩერი შეჰერი არის პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
* ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში.
* შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო.
* მინიატურული წიგნების მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. მუზეუმში ასევე არის ქართულ მინიატურული წიგნების კუთხე
* ნიზამის ქუჩა (სავაჭრო და ქუჩა)
(სტუდენტები მუზეუმებში იხდიან თანხის ნახევარს).
გამომგზავრება თბილისისკენ
წამომსვლელთა საყურადღებოდ!!!
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი
ინფორმაციამოსაკრებლებისშესახებ.
➣ გემით გასეირნება კასპიის ზღვაში ----5 მანათი
➣ ბულვარის მატარებლით მისვლა ბაქოს პატარა ვენეციამდე ---1 ან 2 მანათი
➣ ვენეცია-გონდოლით გასეირნება ---- 3 მანათი
➣ ხალიჩების მუზეუმი ----7 მანათი
➣ ჰეიდარ ალიევის მუზეუმი- 1:30სთ ---10-15 მანათი
➣ მონეტების მუზეუმი ---4 მანათი
➣ მინიატურული წიგნების მუზეუმი --უფასო
➣ შირვანშაჰების მუზეუმი ---10 მანათი
➣ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი--5 მანათი
*** ჯგუფის შევსება დაწყებულია
დაგვიკავშირდით:
MOB:
E-mile:lematravel.