national delicacy

ყაზბეგი - მაისი

  • ID: 40836
  • ნახვები: 2797
complogo
ორიჯინალ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება:
ტურის სახეობა: კულტურულ-პილიგრიმული
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე
 

ღირებულებაში შედის:

-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით

-ფოტო-ვიდეო გადაღება

-ქართულენოვანი გიდი

 

კომპანიისგან საჩუქრად:

-წყალი

 

ღირებულებაში არ შედის:

-კვება

 

ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი : 300 კმ

ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 3-4 კილომეტრი

---სირთულე: მარტივი

 

07:30 - შეკრების დრო

08:00 - გამგზავრება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით

18:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

21:00 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული

 

ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 40

 

ღირსშესანიშნავი ადგილები:

***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი

***გუდაურის პანორამული გადმოსახედი

***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი

***სოფელი სნო (სნოს ციხე და ტაძარი)

***გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი

***დარიალის ხეობა (სამონასტრო კომპლექსი)

 

რეკომენდაცია:

- მოსახერხებელი ფეხსაცმელი

- საწვიმარი

- თბილი ტანსაცმელი

 

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება

--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

---08:00 საათზე დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. ანანური  საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (,,XVI-XVIII საუკუნეების’’) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში თავმოყრილია შემდეგი საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები

---ანანურის დათვალიერების შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ სოფელი სნოს მიმართულებით. გზად კი აუცილებლად შევჩერდებით გუდაურის პანორამულ გადმოსახედთან და ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინთან. ზღვის დონიდან 2197 მეტრზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდებაროებს. გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე  თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წარმოქნის.

---ჩავალთ სოფელ სნოში. სოფელში მოვინახულებთ ტაძარს და XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებულ სნოს იგივე ღუდუშაურის ციხე-სიმაგრეს. ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. სნოდან გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

---მოვინახულებთ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს და გავემართებით გერგეთის სამების სამონასტრო კომპლექსისკენ. სტეფანწმინდიდან ფეხით გავივლით დაახლოებით 2 კილომეტრიან მარტივი სირთულის გზას და ავალთ გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). გერგეთის სამება ბრიტანული გამოცემის The Telegraph-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეკელსიების ათეულშია შეყვანილი კავკასიონის ულამაზეს მთებში მდებარეობისა და განუმეორებელი არქიტექტურის გამო.

---დავტკბებით ენით აღუწერელი სილამაზით, დავბრუნდებით სტეფანწმინდაში და ტრანსპორტით გავაგრძელებთ მოგზაურობას დარიალის ხეობაში. კავკასიისთვის დარიალის ხეობას უდიდესი სამ­ხედ­რო-გეოგრაფიული დანიშნულება ჰქონდა. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა. ხეობაში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომელთა შორის დომინირებს მაღალი მთის პალეოგლაციალური, ვულკანური და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი, ფიჭვნარი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები. ხეობის სიგრძე 11 კილომეტრია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე ათას მეტრს აღემატება.

---დარიალის ხეობიდან გამოვემგზავრებით თბილისისკენ. ერთობლივი სურვილის შემთხვევაში გვექნება პიკნიკი ან გზად შევჩერდებით რესტორანში და დავაგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ სამზარეულოს რის შემდეგაც დავბურდებით თბილისში.

 

თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

 

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook - ის გვერდზე ან დაგვირეკეთ:

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ორიჯინალ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18