კოსტა ბრავა/კატალონიის აღმოსავლეთ სანაპირო
კოსტა ბრავას უკავია კატალონიის აღმოსავლეთ სანაპირო საფრანგეთის საზღვრებიდან ბარსელონამდე. საზღვაო სეზონი იწყება ივნისში და გრძელდება ოქტომბრამდე. ეს ადგილი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი პეიზაჟებით. კლდოვანი სანაპიროები, ქვიშიანი პლიაჟები, ბუნებრივი გამწვანება და სუფთა ჰაერი ქმნის შესანიშნავ გარემოს დასასვენებლად.
მატარებელი ბარსელონიდან დადის ყოველ 30-50 წუთში (ღამით მოძრაობა გაჩერებულია).
კოსტა ბრავა ნამდვილი სამოთხეა აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, აქ შესაძლებელია დაკავდეთ წყლის სპორტის ნებისმიერი სახეობით და ასევე ექსტრემალური სპორტით, გაერთოთ აკვაპარკებში, ითევზაოთ, ითამაშოთ გოლფი.
კულტურული დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ დაათვალიერონ მუზეუმები, საკათედრო ტაძრები, უძველესი ქალაქები და ბევრი სხვა რამ.
ძირითადი კურორტებია: პლაია დე არო, ტოსა დე მარი, ლორეტ დე მარი
პლაია დე არო - თანამედროვე ქალაქია, უამრავი ღამის კლუბით და დისკოთეკით, მომსახურეობის მაღალი დონით.
ტოსა დე მარი - სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, სადაც ძალიან თბილი და წყნარი ატმოსფეროა. ქალაქში შენარჩუნებულია ძველი ნაგებობები და ანდალუსის სტილის სახლები.
ლორეტ დე მარი - უმეტეს წილად ახალგაზრდული კურორტია. ქალაქში დაახლოებით 200 სასტუმრო, უამრავი ბარი, რესტორანი და კლუბია. აქ მდებარეობს კატალონიის უძველესი და ერთადერთი კაზინო და ქალაქთან ახლოს არის კოსტა ბრავაში უდიდესი აკვაპარკი "Water World".
კომპანია გთავაზობთ გაატაროთ დაუვიწყარი 7 დღე კოსტაბრავას ულამაზეს სანაპიროებზე
მოგზაურობის პერიოდი:04-10 ივნისი
Montanamar 3* (Lloret De Mar) (BB)-1306 GEL
Stella Maris 3* (Blanes) (BB)-1328 GEL
Esplendid 3* (Blanes) (BB)-1377 GEL
Xaine Park 4* (Lloret De Mar) (BB)-1436 GEL
Santa Rosa 4* (Lloret De Mar) (BB)-1463 GEL
Roger De Flor Palace 4* (Lloret De Mar) (BB)-1574 GEL
‼️‼️ყურადღება! ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში!
✔ ორმხრივი ავიაბილეთი ✈️ (ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი)
✔ სასტუმრო
✔ კვება ( BB)
✔ ტრანსფერი ა/სასტუმრო-სასტუმრო/ა
✔ სამოგზაურო დაზღვევა
!!! ტური შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ ტრანსფერის გარეშე!!! რაც ბიუჯეტურად შემცირდება
ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში
ფასი განახლებადია, გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორთან
დაგვიკავშირდით:
მობ:
ელ:
skype: Lots a Travel
FB: />