national delicacy

არმაზი, კარსანი, ოლღა

  • ID: 41128
  • ნახვები: 6937
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/18
    დაბრუნება
    • 12/05/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე " გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს მცხეთის შემოგარენში.
(ავალათ არმაზის ციხეზე, გზად ვნახავთ არმაზის მონასტერს და შემდეგ კარსანის მონასტრიდან ზემოდან გადმოვხედავთ არმაზის ციხეს და ხედებს მცხეთაზე).

1. არმაზის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი - XII ს. 
სამრეკლო XVI-XVII სს, მინაშენი, საძვალე. 
მდებარეობს მდ. არმაზისხევის ხეობაში.

2. არმაზის ციხე - XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან.დგას არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ კლდოვან მთაზე.

3. ოლღას მონასტერი - მე-11-12 საუკუნეები. ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია „ახალქალაქურის“ სახელწოდებით და ცნობილია, რომ 1609 წელს მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი სწორედ ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ვინმე ოლღა გორნიჩს და მის მეუღლეს ეს მიდამოები მთლიანად გაუთხრიათ და მიწით დაფარული მონასტერი აღმოუჩენიათ. მათ გაწმინდეს და შეაკეთეს იქაურობა და დაარსეს დედათა მონასტერი.

4. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე. წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

5. კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია – მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აქედან იშლება ულამაზესი ზედა ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე.

6. მცხეთის ბეთლემის ( წმ.ნინოს ) გამოქვაბული. ( თუ მოვასწარით)
მე-4 საუკუნე. ეს არის კლდეში ნაშენები სალოცავი, ძველი თქმულების თანახმად წმ. ნინო აქ ლოცულობდა და აქ იყო მისი მოსასვენებელი. ააგეს მღვიმეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის პირას მოინათლა ქართველი ერი.

7. არმაზციხე - ბაგინეთი ( თუ მოვასწარით)
არმაზციხე (ბაგინეთი) - სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. მოიცავს სამ მკაფიოდ განსხვავებულ კულტურის ფენას: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.).არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.

✔ 12 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

???? ფეხით სასიარულო:
1. არმაზის ღვთისმშობლის ტაძარი - 2 კმ. (ერთი გზა)
2. არმაზის ციხე - 1,5 კმ (ერთი გზა)
3. კარსანის წმ. ნინო - 1,2 კმ (ერთი გზა)
მთელი დღის განმავლობაში ჯამში: 9 - 10 კმ. მარტივი სირთულის. 

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 
7:00 სთ. გავდივართ 7:10 სთ.

ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა მიკროავტობუსით 
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/18
    დაბრუნება
    • 12/05/18