national delicacy

საფარა,რაბათი,ქვაბისხევი,აწყური და ა.შ.

  • ID: 41131
  • ნახვები: 9653
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს.

1. მწვანე მონასტერი - ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი. აშენებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. 2002 წელს კი მონასტერი აღდგა.

2. ქვაბისხევის ეკლესია - მე-8-9 საუკუნეების წმინდა მარიამის მიძინების სახელობის სამნავიანი ბაზილიკა. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.

3. აწყურის ციხე - ფეოდალური ციხესიმაგრე მატიანეში პირველად იხსენიება მე-11 საუკუნის შუა წლებში. მე-16 საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

4. რაბათის ციხე - მე-9 საუკუნე. ის რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო. მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების განმავლობაში აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი, შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ. მე-12-13 საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა. იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.

5. საფარა - მე-10 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. საბას გუმბათოვანი მთავარი ტაძარი, რომელსაც სახრეთით ემიჯნება მიძინების ყველაზე ძველი ტაძარი, წმ. სტეფანეს, იოანე ნათლისმცემლის, წმ. დიმიტრის, წმ. გიორგის და წმ. იოანე ოქროპირის სამლოცველოები, ძველი ციხის ნანგრევები და სამრეკლო. მე-13-14 საუკუნეებში ჯაყელებმა გადააქციეს თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ. მე-16-17 საუკუნეთა მიჯნაზე, სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა დაცარიელდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში საფარას მონასტერი ერთი მღვდელის ამარა იყო დარჩენილი. მე-19 საუკუნეში მონასტერი სრულად მიტოვებული და გავერანებული იყო. 50-იანი წლებიდან აქ ქართველი ბერები დაემკვიდრნენ, ხოლო 1893 წელს რუსული მონასტერი დაარსდა, რომელმაც საბჭოთა პერიოდამდე გასტანა.

6. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია (თუ დრო დაგვრჩა) - მე-10 საუკუნე. თავდაპირველად იყო გუმბათიანი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოიქცა და მე-16 საუკუნეში უგუმბათოდ აღადგინეს, რის გამოც იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ასულის დედისიმიდის, მთელი ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ლაპიდარული წარწერა (3 სვეტად და 45 სტრიქონად), რომელიც მის მეორედ აშენებას გვაუწყებს.

???? ფეხით სასიარულო არსად არ გვაქვს ( 0 კმ ). ტრანსპორტი მიდის ყველგან ბოლომდე. 

✔ 13 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:00 სთ-დან.
გავდივართ 7:15 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
რაბათის მუზეუმი ბილეთის საფასური . 
მოსწავლეებზე და სტუდენტებზე მოქმედებს ფასდაკლება.

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე