national delicacy

ნოქალაქევი, სუჯუნა, თეკლათი, მენჯი

  • ID: 41380
  • ნახვები: 8226
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“ გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სამეგრელოში.

1. სუჯუნის წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია XVIII ს.
სუჯუნაში ინახება წმ. გიორგის ნაწილები. ეკლესიაში დაბრძანებულია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი. "სუჯუნის წმ.გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. აშენებულია ანტონი ჭყონდიდელის მიერ. ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია. 

2. ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“). აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. მე-16 საუკუნეში, აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.

ა) ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი
ბ) ნაქალაქარი: გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს 
ნანგრევები და ა.შ.
გ) ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია V ს.

3. ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები 

4. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი XIX ს. 
დაბრძანებულია უდიდესი სიწმინდე - წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი. 1904 წლიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული. მონასტერი დაარსა წმ. ბერმა ალექსი შუშანიამ. თავდაპირველად აქ დაკრძალეს წმ. ბერი, შემდეგ გადაასვენეს მენჯის მთავარანგელოზში. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი. 

5. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. 
აქვეა დაკრძალული წმ. ბერი ალექსი. 

6. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი XIII-XIV სს. (თუ დრო დაგვრჩა).
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
მარიამ ღვთიმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი,იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ა.შ.

✔ 20 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო არ გვაქვს - 0კმ.


ვიკრიბებით: მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ. ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი. 
გავდივართ 6:45 სთ.

ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის საფასური . სტუდენტებსა და მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება.

ღირებულებაში არ შედის:
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/05/18
    დაბრუნება
    • 20/05/18