national delicacy

ყაზბეგი, გერგეტი, არშის ჩანჩქერი, საოცარი ხევი

  • ID: 41406
  • ნახვები: 5694
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი შაბათს, 19 მაისს გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ყაზბეგში. ულამაზესი ხევის მოსანახულებლად.
✈შეხვედრის დრო და ადგილი: 19 მაისი, შაბათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ, შოთა რუსთაველის ძეგლთან დილის 08: საათზე

$❁ფასი: (ფონდ მინიმუმის ჩათვლით) 
ფასი კლუბის წევრებისთვის:

❁ფასში შედის : 
ტრანსპორტირება
სალაშქრო ინსტრუქტორების მომსახურება.
ფოტო და ვიდეო გადაღება.

❁არ შედის კვება, ყველას თავისი საგზალი მოაქვს და მივირთმევთ ყველა ერთად ბუნწიაღში 

❁რას ვნახავთ?
1. ჟინვალის წყალსაცავი
2. ანანური
3. შავი და თეთრი არაგვის შესართავი ფასანაურში
4. გუდაურის გადასახედი
5. მჟავე წყლები, ტრავერტინები
6. არშის ჩანჩქერი
7. სტეფანწმინდა
8. გერგეტის სამება
9. დარიალის ხეობა

❁ფეხით გასავლელი მანძილი
7-8 კმ მთლიანობაში

❁სირთულე: 
საშუალოზე მარტივი

☼ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა !

❁საფრთხეები, სირთულეები:
ისეთი არაფერი, მთავარია ნაპირზე ვიაროთ და ძირს ნაყარი არაფერი ვჭამოთ :D 

❁რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი ან სქელძირიანი ბოტასი

❁რა წავიღოთ? 
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ქუდი, სათვალე. საწვიმარი. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი დ ტანსაცმელი. ( გოგონებს ქვედაბოლო და მანდილი)
თუ ვინმე უკრავთ და მრერით, წამოაცუნცულეთ ინსტრუმენტი :) 

❁თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 17 მაისი, ხუთშაბათი

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
დანიშნულება: ტური ყაზბეგში. სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს

❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.

1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით. 
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18