ავსტრალიის ონლაინ ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია ს სავიზო ცენტრის საშუალებით
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 175, თბილისი
ტელეფონი: (995 32) 205 01 10; ელ-ფოსტა:
რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?
საქართველოს მოქალაეებს ავსტრალიის ვიზით უზრუნველყოფს ავსტრალიის საელჩოს საკონსულო განყოფილება ანკარაში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზაზე ან ისარგებლონ სპეციალისტის მომსახურებით. ს ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, პროფესიონალის მიერ შეადგინოთ სამოტივაციო წერილები, ვიზაცენტრშივე გადაიღოთ ბიომეტრული ფოტო და ყველა დოკუმენტი ელექტრონულად გადააგზავნოთ საკონსულო განყოფილებაში.
საჭიროა თუ არა ვიზის ასაღებად ანკარაში ჩასვლა და საკონსულოში გამოცხადება?
არა. ვიზაცენტრი თავად უზრუნველყოფს მონაცემების გადაგზავნას საკონსულოში და და ვიზაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ელექტრონულ ვიზას.
რა საბუთები მჭირდება ავსტრალიის ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?
ვიზის მიღებისათვის ყურადღება ექცევა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);
ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;
სასურველია დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;
დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.
საჭიროა თუ არა ჩემი პასპორტის გაგზავნა საელჩოში?
მოქალაქე არ აგზავნის თავის პასპორტს საელჩოში. საელჩო მოითხოვს მხოლოდ აპლიკანტის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს და სავიზო განაცხადდთან ერთად.
რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?
საკონსულოს ტურისტული/საქმიანი ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 140 ავსტრალიურ დოლარს. ხოლო ს სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს .
მომსახურებაში შედის:
კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;
საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადება;
დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება;
კორესპონდენცია საკონსულოსთან;
სამოტივაციო წერილის შედგენა;
ბიომეტრული ფოტო;
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს დამოკიდეულა თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ს ვიზაცენტრის მხარდაჭერით შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ცალსახად ზრდის ვიზის მიღების შანსს.
ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე, თუმცა ს სპეციალისტები შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას გაზრდის.
რა ვადებში ხდება ავსტრალიის ვიზიტორის ვიზის გაცემა?
საპლიკაციო ფორმის განხილვის პერიოდი 34 სამუშაო დღეა.
სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?
დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე.
ს ვიზა-ცენტრი მდებარებოს:
თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175.
ქოლცენტრი: 32 205 01 10
ელ. ფოსტა: