8 - 9 - 10 ივნისს (პარასკევი - შაბათი - კვირა), "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.
8 ივნისი (პარასკევი) - პირველი დღე:
✔ 06:00 გასვლა თბილისიდან
✔ გადასვლა ვალეს საბაჟოდან (10:00 - 11:00 საათი)
✔ ერუშეთის ქედი - პანორამული ხედები (ზღვის დონიდან 2550 მ)
✔ შავშეთის (სათლეს) ციხე - მშენებლობა დაკავშირებულია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში.
✔ ტბეთი - ტბეთის რვამკლავიანი ტაძრის ტიპის ნაგებობები საქართველოში ძალიან იშვიათია
✔ ხანძთა - ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა. (ფეხით სასიარულო მანძილი ჯამში 7 კმ, სირთულის მხრივ საშუალო)
✔ დოლისყანა - ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული.
✔ 21:00 სთ დაბინავება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.
სასტუმროს ლინკი - ივნისი (შაბათი) - მეორე დღე:
✔ 09:00 სთ - საუზმე სასტუმროში
✔კავკასიძეების ციხე (თეკკალე) - ასე მოიხსენიებენ დღეს კავკასიძეების ციხეს, რაც ცალ ციხეს ნიშნავს. პატარა, მაგრამ მიუდგომელი ციხე ოთხთას გზაზე სოფელ თექალეშია.
✔ ოთხთა - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა
✔ თორთუმის ჩანჩქერი - ულამაზესი პანორამული ხედბი
✔ თორთუმის ტბა
✔ ოშკი - ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.
✔ ხახული - საქვეყნოდ ცნობილია ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერში გადააბრძანა, სადაც ხატი ხელახლა მოიჭედა და კარედით შეიმკო. 1952 წლიდან ხატი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.
✔ ქალაქი იუსუფელი - 1 საათი თავისუფალი დრო, გასეირნება ქუჩებში - shopping.
✔ 20:00 სთ დაბრუნება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.
სასტუმროს ლინკი - ივნისი (კვირა) - მესამე დღე:
✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔იშხანი - იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა.
✔ ბანა - XIX საუკუნის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: `ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით.
თბილისში დაბრუნების დრო: 23:30 სთ. (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)
ტურის ღირებულება გახლავთ: . ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ორი ღამისთევა სასტუმროში />✔ ორჯერადი კვება სასტუმროში (საუზმე-ვახშამი)
✔ კვალიფიციური გიდი
ფასში არ შედის კვება მგზავრობის განმავლობაში.
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა
-------------------------------------------------------------------------------------
საზღვარზე გადასვლისას უნდა იქონიოთ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.