მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი'' 17 ივნისს კვირას გთავაზობთ 1 დღიან ლაშქრობას აბუდელაურების ფერად ტბებზე
სიაში ჩაწერისა და თანხის გადმორიცხვის ბოლო დღე 14 ივნისი
საკონტაქტო ნომერი:
რეზი
>>>>თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები<<<<<
1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
9)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ლაშქრობას და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....
კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
გასვლის დროები და არა შეკრების ასე რომ min. 10 წუთით ადრე მაინც უნდა მოხვიდეთ:.
რუსთავი-06:00-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან
დამგვიანებელს თუ შეგვატყობინებს რომ აგვიანდება და max. 15 წუთში მოვა დაველოდებით.გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოუწევს ქალაქში დარჩენა.
ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის (კილომეტრაჟიდან გამომდინარე ბილიკს რაც შეეხება მიჩნეულია მარტივი სირთულის ბილიკად)
ფეხით გასავლელი მანძილი: 7კმ. ერთი გზა
მოსანახულებელი ადგილი:
სოფელი როშკა
აბუდელაურების მწვანე ტბა-ლურჯი ტბა-თეთრი ტბა (დამოკიდებულია თქვენზე მოესწრება თუ არა თეთრი ტბის მონახულება)
ლაშქრობის ღირებულება:
ფასში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით
გამყოლები
ფასში არ შედის: კვება რომესლაც ინდივიდუალურად ვაგვარებთ
ლაშქრობაში ყველა ერთად მივირთმევთ და ვუნაწილებთ ხოლმე საჭმელს ერთმანეთს მეგობრულად ♥
GE09TB1100001 - თანხას ჩარიცხავთ თი ბი სი ბანკის ამ ანგარიშზე,მიმღები: რევაზ შოშიაშვილი დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი,ინტერნეტ ბანკით სარგებლობის შემთხვევაში სქრინი.
ჩარიცხვა აუცილებლად შეგვატყობინეთ SMS_ით ან დაგვირეკეთ და დაელოდეთ დადასტურებას.
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილების გამო!!!
ლაშქრობა თუ ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადმორიცხული თანხა დაგიბრუნდებათ უკან...
მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა-15 ადამიანი
რა არის საჭირო ლაშქრობისათვის???
მოსახერხებელი ფეხსაცმელი 2 წყვილი დასველების შემთხვევაში რომ გამოიცვალოთ.
თბილი ტანსაცმელი და მოსაცმელი (გამოსაცვლელი)
საწვიმარი სასურველია
პირველადი დახმარების აფთიაქი სასურველია (მითუმეტეს თუ საჭიროებთ სპეციფიკური წამლის მიღებას)
მეგობრებო ლაშქრობის დაჯავშნა ხდება თანხის გადმორიცხვის დროს და არა სიაში ჩაწერის დროს გვაქვს 2 სია სავარაუდო წამომსვლელთა და წამომსვლელთა სია ანუ ხალხი უკვე რომელმაც ჩარიცხა და დაჯავშნა ადგილი
ასე რომ მოწერა და წამოსვლა მინდა არ ნიშნავს იმას რომ ადგილი დაჯავშნილი გაქვთ . . . ეს იმიტომ რომ: 1)დაზღვეულნი ვიყოთ ტურის ან ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილებლაზე
2)თქვენს გამო სხვას არ ვუთხრათ უარი და შემდგომ თქვენ რომ ვეღარ წამოხვიდეთ სხვაც ისე არ დარჩეს . . .
3)თანხის ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით და იკითხეთ გვაქვს თუ არა ადგილი . . .
აუცილებლად მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება სარეზერვო (სავარაუდო წამომსვლელთა სია) თუ ადგილი გამოჩნდება ხოლმე და არ მოხდება ახალი პიროვნებების ჩასმა რომელიც ადგილის გამოჩენამდე არ გვყავდა სარეზერვო სიაში.
თხოვნა იქნება არავინ არ დააგვიანოს შეკრების ადგილზე!
გელოდებით ყველას ლამაზი დღის გასატარებლად