,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ყაზბეგში.
1. გუდაურის გადასახედი
2. ტრავერტინები - მჟავე წყლები
3. გერგეტის სამება XIV ს.
4. დარიალის ხეობა - წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი.
5. ხევის სიონი - IX-X ს.ს.
✔ 16 ივნისი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება:
ფეხით სასიარულო ერთი მიმართულებით 3 კმ. ორივე გზა ჯამში 6 კმ.
ვისაც ფეხით არ ენდომება ასვლა გერგეთის სამებამდე აგიყვანთ დელიკები (კაცზე 8- ა).
ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45
სთ. გავდივართ 7:00 სთ
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე დაგვიკავშირდით ნომერზე ანი.
1.გერგეტი - გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ
2. დარიალის ხეობა - წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.
3. ხევის სიონი — IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებით. ფასადების მორთულობა ღარიბულია. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤