დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა-
ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში-
ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?
არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ! ♥
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 22-23-24 ივნისს გთავაზობთ სამდღიან, მართლაც რომ სასწაულად ულამაზეს ტურს სვანეთში, საქართველოს ყველაზე მაღალმთიან რეგიონში. ეს არის მართლაც სამოთხე დედამიწაზე, მსოფლიო საოცრება და ის ჩვენია ♥
შემოკრიბე მეგობრები და შემოგვიერთდით, ნუ გაუშვებთ ამ სანახაობის ხილვის საუკეთესო შანსს ხელიდან...
▲შეხვედრის დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. ხუთშაბათი რომ დაღამდება და გადაცდება 00:00 საათს. შეკრება 00:00 ზე, გასვლა 01:00 ზე. (ტრანსპორტის გზას ღამე დავფარავთ)
▲ღირებულება: 90 GEL (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
კლუბის წევრებისთვის: 80 GEL
▲ფასში შედის: მგზავრობა , ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურეობა , საბანაკე აღჭურვილობა ვისაც არ აქვს (კარავი, ძირდასაფენი ლეიბი) ღამისთევა კარვებში
▲არ შედის: მუზეუმების მოსაკრებელი და საკვები. მიგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, იშლება ერთიანად და მივირთმევთ ყველა ერთად.
▲სირთულე: მარტივი, ყველას შეუძლია მონაწილეობა
▲ამინდი:
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)
▲რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ფეხსაცმელი. მთის შესაფერისი სამოსი.
▲აუცილებელი და საჭიროა !
სალაშქრო ზურგჩანთა . საძილე ტომარა , 3 დღის სამყოფი საკვები, მინიმუმ 1 ლიტრი წყალი,არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი , წინდა. მზის ქუდი, , დამცავი კრემი, სათვალე . პირადი აფთიაქი თუ რამეს თვლით რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. ჰიგიენის ნივთები. ფანარი, საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი . . თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი.
▲ სანახავი ადგილები
1. ენგურჰესი
2. სიყვარულის კოშკი
3. უშგული
4. ჰაწვალი
5. მესტია
6. ლატალი
7 ბეჩო
8. შდგრას ჩანჩქერები (10 კმ სალაშქრო, სირთულე საშუალო)
9. უშგულის მუზეუმები
10. მესტიის მუზეუმები
11. ქორულდის ტბები (10 კმ სალასქრო , საშუალო სირთულის)
12, დადიანების სასახლე (ზუგდიდი)
➳ფინანსური მხარე:
______________
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 20 ივნისი
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: სვანეთი, სახელი გვარი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!
გასათვალიწინებელი პირობები რომლებსაც ვიცავთ ყველა !
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥