national delicacy

ბორჯომი, სადგერი, დაბა, ტიმოთესუბანი

  • ID: 42909
  • ნახვები: 10546
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს.

1. დაბის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-14 საუკუნე
2. ტიმოთესუბნის მონასტერი – მე-12-13 საუკუნე
3. ზემო სადგერის წმ. გიორგის დედათა მონასტერი - მე-15 საუკუნე.
4. ქვემო სადგერის წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი
5. ამის შემდეგ თითოეულს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი ვარიანტი და ჯგუფი ორად გაიყოფა:
1. წმ. სერაფიმ საროველის ეკლესიიდან 1.5 კმ-იანი მარტივი საფეხმავლო ბილიკით (ტყეში სუფთა ჰაერზე სასიამოვნო სასიარულოა) ჩავდივართ გოგირდის აუზებზე. ვისაც აქვს სურვილი გადაიხდის შესვლის თანხას და იბანავებს აუზებზე, ხოლო ვისაც არა - გააგრძელებს ბილიკს და კიდევ 1.5 კმ-ის გავლის შემდეგ ჩავა პარკში ზემოდან უფასოდ.
2. გაყვება სამარშრუტო მანქანას, გზად სურვლისამებრ დაჯდება ეშმაკის ბორბალზე და შემდეგ ან ჩავა საბაგიროთი პარკში, ან ისევ მანქანით გააგრძელებს პარკამდე გზას. ორივე შემთხვევაში გადასახდელი იქნება პარკში შესვლის საფასური.

✔ 30 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
გოგორიდის აუზებზე შესვლა:
პარკში შესვლა:
ეშმაკის ბორბალი:
საბაგირო:

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან.
გავდივართ 7:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე  დაგვიკავშირდით ნომერზე  ანი.


დაბის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-14 საუკუნე. დასავლეთ შესასვლელის თავზე შესრულებულია წარწერა: „ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა“. ე.ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს აუშენებია. დარბაზული ეკლესია დაბურულ ტყეში დგას და სანახევროდ გამოქვაბული ფარავს.

ტიმოთესუბნის მონასტერი – მე-12-13 საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს მე-13 საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხსვს მიეკუთვნება. ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (მე-10-11 საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (მე-11 ს.) ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.

ქვემო სადგერის წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი - კომპლექსში შედის: პატარა ეკლესია, კელია (ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმემ) და უზარმაზარი ქვა, რომელიც არის ანალოგიური მამა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა გონების ამღვრევას, წმ. მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე