national delicacy

მოირონინე ჯუთა - ჭაუხები - აბუდელაურის ფერადი ტბები

  • ID: 42910
  • ნახვები: 3658
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/18
    დაბრუნება
    • 01/07/18
დამატებითი ინფორმაცია

30- ივნისს და ჯეო მეგზური გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ლაშქრობას ხევიდან ხევსურეთში, სადაც მოვინახულებთ ჯუთას, ჭაუხებს, აბუდელაურის ფერად ტბებს და როშკას.

შეკრების ადგილი და დრო:

შეკრების დრო: 6:30 სთ.
გასვლა: 07:00 სთ.
დიდუბე ( სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს, გალფის ბენზინგასამართთან )

ლაშქრობის დეტალური აღწერა
დღე 1.
07:00 საათზე გავალთ დიდუბიდან სოფელ ჯუთას მიმართულებით. გზად გავჩერდებით ხევის ისტორიულ სოფელ სნოში, სადაც მოვინახულებთ უძველეს სნოს ციხეს და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარს. სნოს მონახულების შემდეგ ავალთ სოფელ ჯუთაში, რომელიც 2200 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ჯუთადან დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური ჭაუხების მიმართულებით... ავალთ ჯუთას ტბაზე, წავიპიკნიკებთ და გადავალთ ჭაუხების ძირში, სადაც გავშლით ბანაკს და გავათევთ ღამეს.

დღე 2.
ლაშქრობის მეორე დღეს, დილას 07:00 საათიდან დავიწყებთ ბანაკის აშლას, ვისაუზმებთ და 07:45 საათზე დავიწყებთ ლაშქრობას ჭაუხების უღელტეხილის გადასალახად. ჭაუხებია პიკი ჩვენი ლაშქრობის..♥.. ულამაზესი ხედები გადაიშლება ჩვენს ფერხთით ხევსა და ხევსურეთზე ♥. უღელტეხილიდან პირდაპირ დავეშვებით აბუდეალურის ფერად ტბებზე, სადაც მოვინახულებთ თეთრ,ლურჯ და მწვანე ტბებს. ჭაუხების გადალახვით დაქანცულნი დავისვენებთ, მივირთმევთ რაც გვექნება და არ გვექნება ) შემდეგ ძალა აღდგენილები ჩავალთ სოფელ როშკაში.. იქ დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი და დიდი ემოციებით აღვსილნი გამოვემართებით ჩვენს დედაქალაქში ♥

მარშრუტის სირთულე:
საშუალოდ რთული

ფეხით გასავლელი მანძილი:
სულ 21 კმ


ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება თბილისი-ჯუთა,როშკა-თბილისი
2.გამყოლი
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
4.პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
5 კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥

ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საძილე და საგებელი (თუ არ გაქვთ დაგეხმარებით შოვნაში)

გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
მოგვიწევს ნაშალ ქვებზე ჩასვლა მეორე დღეს ...
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო.
სიაში ჩაწერა ხდება გასაუბრების შემდეგ ♥

საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი, სალაშქრო ჯოხი რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს, ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი...
მედიკამენტები თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.


გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი
ან მოგვწერეთ:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/06/18
    დაბრუნება
    • 01/07/18