კვირა დღის საუკეთესოდ გატარების საშუალება გეძლევათ აქ ♥
მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან სათავგადასავლო, სალაშქრო ტურს გუდამაყარში, ლუთხუბის ხეობაში. შემოიკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით ♥
●შეხვედრის დრო და ადგილი: 1 ივლისი, კვირა, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. დილის 07:30 საათი.
●ფასი: (ჩვენი ფონდის " მინიმუმის" ჩათვლით)
●ფასში შედის : ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება.
●სირთულე:
საშუალოზე ოდნავ მარტივი
●ფეხით გასავლელი მანძილი
5-6 კმ მთლიანობაში
☼ამინდი:
შედგება მიუხედავად ამინდისა.
●ღირსშესანიშნავი ადგილები:
გუდამაყრის (შავი არაგვის) ხეობა
სოფელი ლუთხუბი
ლუთხუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (12 საუკუნე)
უძველესი სკოლა
საგრეხელა
ადგილის დედა
ლუთხუბის ციხე
გამოქვაბული (ლეგენდას ადგილზე მოგიყვებით)
ბევრი ნიში, სალოცავები
დევის ჩანჩქერი
ხევი "ჩხატურა"
ხედი მწვერვალი "საორბე" ზე
ვარდისფერიგვირილიანი მდელო და ფერდები ♥
და მოკლედ ულამაზესია ყველაფერი ♥
პ.ს სურვილის და დროის ქონის სემტხვევაში სეგვიძლია ფასანაურის ხინკლის დაგემოვნება, ამისთვის იქონიეთ 5- ცალკე. ადგილზე გადავწყვეტთ და ავაგროვებთ ♥
ეს არის ჩემი ბავშვობის ადგილი და მე მოგიყვებით ბევრ საინტერესო ამბებს, ლეგენდებსა და მითებს ^_^
●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი
●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები, პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , საწვიმარი , ქუდი, სათვალე. კარგად დატენილი ფოტოაპარატი , რადგან ბევრია გადასაღები ^_^
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)
➳ფინანსური მხარე:
______________
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 29 ივნისი, პარასკევი
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლუთხუბის ხეობა
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!
★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥