national delicacy

შურუბუმუ, მარტვილის კანიონი, სალხინო

  • ID: 43094
  • ნახვები: 6535
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/18
    დაბრუნება
    • 07/07/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სამეგრელოში.

1. მარტვილის კანიონი 
2. სალხინო - დადიანების რეზიდენცია
3. შურუბუმუს ტყე და მღვიმეები (ქართული ჯუნგლები) 
4. გვალაშარას ჩანჩქერები

ფეხით სასიარულო არის მარტივი სირთულის. 
სულ ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 2 კმ. 

✔ 7 ივლისი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება:

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:15 სთ. გავდივართ 6:30 სთ. 
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
მარტვილის კანიონის ბილეთები:
ზრდასრული - , სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - , ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - ;

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 
 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე  დაგვიკავშირდით ნომერზე  ანი.

 

1. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

2. სალხინო - დადიანების სასახლე
სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სალხინოში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი, გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება.

3. შურუბუმუს გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასებში, გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა, დაახლოებით თარგმანი „სულგანაბული“ იქნება. ათასწლოვანი ბზის კორომი, ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასვლელისკენ. აქ კი უკვე სტალაქტიდები და სტალაგმიტები გარინდულან. ხეობაში ბევრი ლამაზი ჩანჩქერია. ასევე დავაგემოვნებთ ლუგელას მინერალურ წყალს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/18
    დაბრუნება
    • 07/07/18