national delicacy

ტური ისტორიულ ურარტუში- / სექტემბერი

  • ID: 43187
  • ნახვები: 12106
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/18
    დაბრუნება
    • 29/09/18
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ ორ დღიან დაუვიწყარ მოგზაურობას ისტორიულ ურარტუში.

ტურის გამართვის პერიოდი:28/29 სექტემბერი

გავდივართ ვარდების მოედნიდან დილის 6 საათზე.

*** ჯგუფის შევსება  დაწყებულია.  ჩაწერა ტურზე 25 სექტემბრამდე!
დაგვიკავშირდით:
MOB: თამუნა
 

დღე 1. გასვლა თბილისიდან დილით ადრე ვალეს საბაჟოდან. სასაზღვრო პროცედურები (1,5-2 საათი) თბილისი ვალე - 230 კმ (3,5 საათი) + პროცედურები 2 საათი.

მოსანახულებელი ობიექტებია :
ქაჯის ციხე - მდებარეობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე ერუშეთში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, შემდეგ კი მე-6 საუკუნეშია მოხსენიებული ძველ ბერძნულ წყაროებში, როგორც მსოფლიოს უმძლავრესი ციხესიმაგრე. ვარაუდობდობენ, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი. 

**ყარსი - ქალაქი ყარსი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეკუთვნოდა. ყარსის ქართული ისტორიული სახელი კარი იყო. XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილი ჰყავდა მანამ სანამ, 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა.

** ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - 961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი,რომელიც მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას.

ჩასვლა ვანში. განთავსება სასტუმროში. დასვენება.

გასეირნება ლეგენდარულ ქალაქ ტუშფაში (დღევანდელი ვანი). მოვინახულებთ ვანის ციხესიმაგრეს, რომელიც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 9 საუკუნეშია აგებული და მოგერიებული აქვს სკვითების, ბერძნების, სომხების,სელჯუკების და ოსმანების შემოტევები.

დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა.
დღე 2.  საუზმე. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ვანიდან 28 კმ მდებარე ისტორიულ ქალაქ ჩავუშტეპეში.

ბიაინილის ციხესიმაგრე.

გამგზავრება ვანის ტბაზე. გემით გადავალთ ახტამარის კუნძულზე სადაც მოვინახულებთ ჯვრის ტაძარს.

დაბრუნება თბილისში.

მარშრუტის სირთულე: 
მარტივი

 ტურის  ღირებულება - 195 ლარი.
 ფასში  შედის:
. ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
. გამყოლი ;
. სასტუმრო  საუზმით;

ფასში არ შედის:
კვება (სადილი, ვახშამი);
მუზეუმებში  შესასვლელი ბილეთის ღირებულება და გემით კუნძულზე გადასვლის ღირებულება;

*თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
*თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო- 15 წუთი

*გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან ID ბარათი 

გთხოვთ:
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
☝ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/09/18
    დაბრუნება
    • 29/09/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა