national delicacy

ერთი დღე ჯუთაში

  • ID: 43226
  • ნახვები: 3164
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/18
    დაბრუნება
    • 14/07/18
დამატებითი ინფორმაცია

♥მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 14 ,ივლისს, შაბათს გთავაზობთ ერთდღიან გალაშქრებას ჯუთაში ♥ 
ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ხარ .....
სადაც ბუნების სილამაზეს ძლიერად და ემოციურად შეიგრძნობ.
სადაც იმხელა მთებია, კისერი გტკივდება ზემოთ ცქერისგან ^_^
შემოიკრიბე მოგზაურობის მოყვარული მეგობრები და შემოგვიერთდით ♥ 


♥შეკრების დრო და ადგილი: 14 ივლისი, შაბათი , მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ, 07:00 საათი.

♥ღირებულება : (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)

♥ფასში შედის: მგზავრობა , ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურება , სიურპრიზი

♥საშუალო სირთულე: საშუალოზე მარტივი 

♥ფეხით დასაფარი მანძილი: 10-11 კმ

♥ამინდი: 
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

♥რა ჩავიცვათ: სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანისამოსი. მთის და ლაშქრობის შესაფერისად. ნელთბილად

♥რა წავიღოთ? 

ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა, მზის ქუდი, საწვიმარი. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ შესაბამისი მუსიკალური ინსტრუმენტი, ჩვენ მოგისმეთ ^_^ 

♥ტურის აღწერა: დილით 07:00 საათზე ზუსტად გავალთ ხევის მიმართულებით, გზად ვნახავთ სნოს ციხეს და ეკლესიას,. შემდეგ ჩავალთ ჯუთაში და დავიწყებთ ფეხით მარშირებას. დავტკბებით ჭიუხების ულამაზესი მასივით და სუფთა ნოტიო ჰაერით ავივსებთ ფილტვებს ^_^ მივალთ ჭიუხის ძირში, ვნახავთ ჯუთის ჩანჩქერს. ჯუთის ტბას .გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და დავბრუნდებით უკან . სურვილის და დროის ქონის შემთხვევაში უკანგზობას შევალთ ფასანაურის ხინკალზე , ამისთვის დამატებით იქონიეთ მინიმუმ. ...

ფინანსური მხარე
-------------------------
▲თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
დანიშნულება: ჯუთა
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
.
▲ჩაწერის და თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 12 ივლისი, ხუთშაბათი

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. 
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!!!

❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.

1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით. 
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/18
    დაბრუნება
    • 14/07/18