15 ივლისს გთავაზობთ ერთდღიან ტურს თრუსოს ხეობაში ♥
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:30სთ.
გასვლა: 06:50სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები :
1. ქასარას კანიონი
2. ბუყბუყა ტბა ;)
3.კეტრისი
4. ნასოფლარი აბანო
5. ზაქაგორის ციხესიმაგრე (თუ ვიყოჩაღეთ)
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
18 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) (სურვილის შემთხვევაში უკანა გზაზე შესაძლებელია გავჩერდეთ ფასანაურში, სახინკლეში)
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი