თუ შეგაწუხათ სიცხემ და გსურთ ერთი დღით ქალაქიდან გასვლა, მაშინ მოინახულეთ ულამაზესი ნინოსხევის ჩანჩქერი და დატკბით მისი სიგრილით.
ტური გაიმართება 15 ივლისს. გასვლა ვარდების მოედნიდან 08:00 საათზე. ტრანსპორტით გასავლელი მანძილი ერთი მიმართულებით 160 კმ. (2 სთ.). ფეხით გასავლელი მანძილი ერთი მიმართულებით 4 კმ. ტყის ბილიკი, მდინარის კალაპოტი, რიყე.
ტურზე ჩასაწერად უნდა დაგვიკავშირდეთ წინასწარ!
გასათვალისწინებელი პირობები
- ტურის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის მოხმარება
- შეხვედრის ადგილზე არ ვიგვიანებთ
- თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებთ საჭიროა წარმოადგინოთ ექიმის ცნობა და რეკომენდაცია
- არასრულწლოვანს წამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შეხვედრის ადგილზე ახლდეს მშობელი
- მარშირების დროს ვმოძრაობთ ჯგუფურად
რა დაგვჭირდება?
- წამოიღეთ საკმარისი წყალი ან წყლის ჭურჭელი
- წამოიღეთ თქვენთვის საკმარისი საკვები პიკნიკის მოსაწყობად
- ჩაიცვით მოსახერხებელი სქელძირიანი ღია ან დახურული სალაშქრო ფეხსაცმელი
- სასურველია თან იქონიოთ გამოსაცვლელი (მეორე ხელი) ტანსაცმელი და პირსახოცი
- სასურველია თან იქონიოთ გასარუჯი და მზისგან დამცავი საშუალებები
ფასში შედის
- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით
- პროფესიონალი გამყოლი
- ფოტოგადაღება