21-22 ივლისს, და ჯეო მეგზური გთავაზობთ ერთობლივ სათავგადასავლო ლაშქრობას - ტანიეს ტბაზე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 03:30სთ.
გასვლა: 03:50სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
ლაშქრობა არის საშუალოდ რთული კატეგორიის, სიარული გვიწევს ალპურ ზონაში.
თბილისიდან ტრანსპორტით მივალთ სოფელ უკანხადუმდე, საიდანაც გავაგრძლებეთ გზას ფეხით, ტანიეს უღლეტეხილით, რომელიც ზღვის დონიდან 3000 მეტრამდეა, გადავალთ ტანიეს ხეობაში და დავეშვებით ულამაზეს და განუმეორებელ ტანიეს ტბაზე ♥
მეორე დღეს იგივე გზით დავბრუნდებით უკან,სოფელ უკანხადუსკენ, სადაც დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი, რომლითაც გამოვემართებით დედაქალაქისკენ...
მარშრუტის სირთულე:
საშუალოდ რთული
ფეხით გასავლელი მანძილი :
20 კმ.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით.
ფასში შედის:
1. ტრანსპორტირება
2. გამყოლი
3. ფოტოგადაღება (არაპროფესიანალური)
4. კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥
5. პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
სახილე,საგებელი.
გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო.
საჭირო ინვენტარი:
კარავი, საძილე, საგებელი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი.
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი