სამოგზაურო პერიოდი - ხუთშაბათი/სამშაბათი - სეზონის ნებისმიერ კვირას.
დღე 1:
ჩაფრენა ამსტერდამის აეროპორტში, სასტუმროში განთავსება, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 2:
საუზმე სასტუმროში, მიმოხილვითი ექსკურსია - ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულება ავტობუსით ჯგუფთან ერთად, თავისუფალი დრო, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 3:
საუზმე სასტუმროში, ვანგოგის და რემბრანტის მუზეუმების მონახულება (შესასვლელი ბილეთები), ექსკურსია „Heineken Experience”, ლუდის დაგემოვნება, თავისუფალი დრო ქალაქში, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 4:
საუზმე სასტუმროში, ქალაქის ექსკურსია - „Cultural Ganja Walking Tour”, „კოფეშოპების“ მონახულება, საღამოს ექსკურსია „Evenning Canal Tour”, ქალაქის დათვალიერება, სასტუმროში ღამისთევა.
დღე 5:
საუზმე სასტუმროში, ექსკურსია “Icebar Cocktail Tour”, ადგილობრივი ბარის მონახულება და სასმელების დაგემოვნება, საღამოს ექსკურსია „Red Light District“ საფეხმავლო ტური, ღამისთევა სასტუმროში.
დღე 6:
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება აეროპორტში და გამოფრენა.
ღირებულებაში შედის:
- სასტუმროში განთავსება ამსტერდამში (გარე უბანში, დილის კვებით),
- ექსკურსიები ქალაქში,
- შიდა გადაადგილება (ექსკურსიის ფარგლებში),
- სამოგზაურო დაზღვევა,
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ულიმიტო მგზავრობის ბილეთი საჩუქრად.
ღირებულებაში არ შედის:
- ავიაბილეთი (დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ დროსა და ავიაკომპანიაზე),
- ტრანსფერი: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში,
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალიუტაში,
- ტურის შეძენა შეგიძლიათ განვადებით,
- შესაძლებელია ტურის შედგენა ინდივიდუალურად (ფასისა და ინტერესების გათვალისწინებით.
„VISAGEORGIA“ - დაგიგეგმავთ ტურებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით.