ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან კახეთში, ერეკლე მეორის სამშობლოში, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიყვარულით " პატარა კახი " შეარქვა ! ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ :
1. ერეკლე მეორის განახლებულ სახლმუზეუმს,
2. 900 წლის ჭადარს,
3. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს,
4. გრემის სამონასტრო კომპლექსს,
5. ნეკრესს,
6. ილიას ტბას !
7. ექსკლუზიური უფლებით - უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქართულ ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები - " მეღვინეობა ხარება " -- კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი . . .
აღნიშნული ტურის მოწყობა შეგვიძლია თქვენთვის სასურველ დროს და სასურველი უბნიდან MERCEDES - BENZ მარკის VIANO -ს ბიზნეს კლასის მიკროავტობუსით, ავტომანქანის სალონში განთავსებულია 2 კონდიციონერი, ტელეფონის ინდივიდუალური დამტენები, ტელევიზორი, 2 მონიტორი და მაცივარი - აი, ესაა ბიზნეს კლასის ავტომანქანა ! ტურის ღირებულებაში შედის მხოლოდ ტრანსპორტით მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 591 154011