5 აგვისტოს გთავაზობთ ერთდღიან ტურს აბუდელაურის ფერად ტბებზე ♥
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:10სთ.
გასვლა: 06:20 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. სოფელი როშკა
2. აბუდელაურის მწვანე ტბა
3. აბუდელაურის ლურჯი ტბა
4. აბუდელაურის თეთრი ტბა
ტურის დეტალური აღწერა:
5 აგვისტოს, დილით 6:10 სთ-დან ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით სოფელ როშკასაკენ.
როშკადან ვიწყებთ ჩვენს თავგადასავალს და ფეხით მივემართებით აბუდელაურის მწვანე ტბისაკენ, სადაც გავჩერდებით ფოტოების გადასაღებად და გავემართებით ლურჯი ტბისაკენ, აქაც ასევე შევისვენებთ, მოვაწყობთ პიკნიკს და ვისაც სურვილი ექნება გავემართებით თეთრი ტბისაკენ, (ვინც ვერ შეძლებს სიარულს (ორივე გზა 3 კმ. საშუალოდ რთული) დაგველოდება ლურჯ ტბასთან... თეთრ ტბასთანაც შევისვენებთ დავტკბებით ჭაუხების ხედებით და გამოვემართებით უკან დედაქალაქისაკენ ემოციებით დატვირთულები და ბეეევრი ფოტოებით ♥
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი :
12-15 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი