ორგანიზატორი: ,,დაათვალიერე საქართველო'' და მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
საკონტაქტო ნომერი: რეზი
დეტალურად გაეცანით ღონისძიების აღწერას დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე.
ტურის თარიღი: 11-12 აგვისტო
გასვლის დრო: რუსთავი-05:30-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან.
>>>>დამგვიანებელს თუ დაგვირეკავს ან მოგვწერს და შეგვატყობინებს რომ საპატიო მიზეზით აგვიანდება დაველოდებით 20 წთ. <<<<<
მდებარეობა: ხევსურეთი
მოსანახულებელი ადგილი:
დათვის ჯვრის უღელტეხილი
შატილი
მუცო
ტურის ხანგრძლივობა : 2 დღე
ტურის სირთულე : მარტივი საექსკურსიო
ღამისთევა: კარვებში (ვისაც არ გაქვთ ღამისგასათევი აღჭურვილობა შეგვეხმიანეთ და დაგეხმარებით მოძიებაში)
ტურის ღირებულება:
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლები
ფასში არ შედის:
კვება,თან იქონიეთ 2 დღის სამყოფი საკვები
ღამის გასათევი აღჭურვილობა (კარავი,საძილე,პარალონი)
საბანკო რეკვიზიტები:
GE41TB0100041 თიბისი ბანკი
მიმღების დასახელება: რევაზი შოშიაშვილი
დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქამდე სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.
ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით.
თანხის გადმორიცხვის ბოლო ვადა: 9 აგვისტო
გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
თუ ტური ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.
თან იქონიეთ: გამოსაცვლელი ტანსაცმელი,ფეხსაცმელი,თბილი მოსაცმელი (მთაში ამინდს რას გაუგებ)
სასურველია პირადი აფთიაქი,მითუმეტეს
თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას აუცილებლად იქონიეთ თან...
>>>>თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები<<<<<
1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ტურს და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან ერთად ტურში მონაწილეობის მიღებას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....
კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)