გთავაზობთ 3 დღიან ტურს ერევანში
მოგზაურობის პერიოდი: 17-18-19 აგვისტო
ტურის ღირებულება:
6 ტურისტის შემთხვევაში - 1 ადამიანი
5 ტურისტის შემთხვევაში - 1 ადამიანი
4 ტურისტის შემთხვევაში - 1 ადამიანი
ერევანი სომხეთის დედაქალაქია და უდიდესი ქალაქია სომხეთში. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, ერევანი დაახლოებით 2780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
I დღე
თბილისი - ერევანი
ექსკურსიას დედაქალაქის ცენტრალური პუნქტით, რესპუბლიკის მოედნით დავიწყებთ. აქ მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ქალაქის მთავარი კურანტები, ისტორიის მუზეუმი და ეროვნული გალერეა დაგხვდებათ.
თითქმის ყველგან შეიძლება სომხური კერძების გასინჯვა. ერევანში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლიათ, თავისებურად მომზადებული ტოლმა შეუკვეთოთ (ამ კერძს ვაზის ფოთლებითა და ხორცით ამზადებენ). ამას გარდა, შეგიძლიათ, გასინჯოთ არისი (ქათმის ხორცითა და ფლავით დამზადებული ფაფა, რომელსაც ძალიან დიდხანს ხარშავენ), სპასი (საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მარგებელი სუპი, რომელსაც მაწვნით ამზადებენ) და ტრადიციული მწვადი, რომელსაც არომატულ, ხრაშუნა ლავაშთან ერთად მოგართმევენ.
დაბინავება ერევანში, ქალაქის ცენტრში 3* სასტუმროში
II დღე
ერევანი - ეჩმიაძინი - ზვართნოცი - ხორ ვირაპი - ერევანი
ეჩმიაძინის მონასტერი სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერია. იგი წარმოადგენს სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელს. 2000 წლიდან ისშედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.).
მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.
ზვართნოცი არის ისტორიული ქალაქი, იგი მდებარეობს ერევნიდან 10 კმ-ში ეჩმიაძინის სიახლოვეს. ფრესკებით მოხატული ეკლესიის ინტერიერი ბერძნული ჯვრის ფორმისაა სამი განშტოებით, ხოლო ექსტერიერი კი 32-გვერდიანი პოლიგონია, რომელიც შორიდან წრული ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
ხორ-ვირაპის მონასტერი სომხეთში, მდებარეობს არარატის პროვინციის ქალაქ არტაშატთან, თურქეთის საზღვართან ახლოს, არარატის მთის ძირში.
მონასტერი მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა.
ხორ-ვირაპის ბორცვი მდებარეობს სომხეთის ძველი დედაქალაქის არტაშატის ადგილზე, რომელიც არტაშეს I-მა ააგო დაახლ. ძვ. წ. 180 წელს. მიწისქვეშა სატუსაღოს შესასვლელში, რომელიც დღემდეა შემონახული, დგას 1662 წელს აგებული წმინდა გრიგოლის ეკლესია. მიწისქვეშა სატუსაღოს სიღრმე 3-დან 6 მეტრამდეა. მონასტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია.
დაბრუნება და ღამისთევა ერევანში
III დღე
ერევანი - გარნი - გეღარდი - სევანის ტბა - თბილისი
გარნის წარმართული ტაძარი — ძვ. წ. I საუკუნის წარმართული (პაგანისტური) ტაძარია სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კილომეტრში კოტაიქის პროვინციის სოფელ გარნიში, მდინარე აზატის ხეობაში. გარნის ციხესიმაგრეს მოიხსენიებს ტაციტუსი სომხეთის ამბების თხრობის დროს I საუკუნეში. ტაძარი აუშენებია თრდატ I-ს (66-88 წწ.) 76 წელს. ტაძარი საბჭოთა პერიოდში აღადგინეს ნანგრევებისაგან.
გეღარდი არის მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში, ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ზე. დაარსდა IV საუკუნეში. გალავნის შიგნით განლაგებულია ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ასტვაწაწინი რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული 4-სვეტიანი გავითი, კლდეში გამოკვეთილი ორი გუმბათიანი ეკლესია და სხვა, გალავნის გარეთ კი — XII საუკუნის ნახევრად გამოქვაბული გრიგორის ეკლესია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლთა სიაში.
სევანი არის ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი. მდებარეობს 1900 მ სიმაღლეზე. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში — 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი - ბუნებრივი ეროვნული პარკი.
დაბრუნება თბილისში
ტურის ღირებულებაში შედის:
- კომფორტული ავტომობილით მომსახურება
- სასტუმრო
- საუზმე
- გიდი
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- ზვართნოცის ბილეთები (დაახლოებით )
- კვება (გარდა საუზმისა)
- ნავით გასეირნება სევანის ტბაზე (დაახლოებით )
მოგზაურობისას აუცილებლად იქონიეთ თან საზღვარგარეთის პასპორტი
დაინტერესების შემთხვევაში გვესტუმრეთ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
???? კოტე აფხაზის ქ N11
☎️ ()
???? @gmail.com