national delicacy

ფიტარეთი

  • ID: 4436
  • ნახვები: 12819
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/15
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" 5 აპრილს, ბზობას გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო-მოსალოც ტურს ქვემო ქართლში, ფიტარეთის მონასტრისაკენ.

●შეკრების დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ დილის 07:00 საათი

● რეგიონი: 
ქვემო ქართლი

●მარშუტის დასახელება: 
თბილისი - მარნეული - ბოლნისი - ტანძია - ფიტარეთი - ტანძია - ბოლნისი - თბილისი

●ფასი: ( თანხას ვაგროვებთ 2 დღით ადრე, ან ვრიცხავთ)

●ფასში შედის : ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება. 

●ხანგრძლივობა: 
1 დღე 

●სირთულე: 
მარტივი

●ფეხით გავლილი მანძილი: 
17-18 კმ ჯამი 

●სანახავი ადგილები: 
ხულუტის ციხე
ფიტარეთის მონასტერი

●უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების 
შემთხვევაში, შეიძლება ინახოს 

ქვეშის ციხე
სულხან - საბა ორბელიანის სახლ მუზეუმი ტანძიაში
ბოლნისის სიონი
დმანისის ნაქალაქარი
წუღრუღაშენის მონასტერი 
ფოლადაურის (ბედიკას) ციხე


●რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი. გოგონებმა უმჯობესია ქვედაბოლოები ან კაბები. მანდილი იქონიეთ თან 

●რა წავიღოთ? 

ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ხელთათმანი ექსტრემალურ ხიდზე გადასასვლელად. ქუდი, სათვალე. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :) 

●გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა
თენგო

ჩაწერის ბოლო დღე პარასკევი, ღამის 23:59 

თანხის ასაგროვებლად შეკრება იქნება პარასკევს საღამოს 19:00 დან 20:00 საათამდე , მეტრო ნაძალადევთან. ვინც ვერ მოვა, ანგარიშზე ჩარიცხეთ. 

ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური


პ.ს თუ ყველას სურვილი იქნება შეგვიძლია ვიყიდოთ სამწვადე და შევწვათ მწვადი ბუნებაში. პარასკევს შეკრებაზე მოვილაპარაკოთ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/15
    დაბრუნება
    • 00/00/00