1-2 სექტემბერს და ჯეო მეგზური გთავაზობთ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 00:00 სთ
გასვლა: 00:30 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა.
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში ულამაზესი სანახაობებით დატვირთული და დამღლელი უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით "ვიჭყუმპალავებთ" და გავერთობით ბოლომდეეე.. ;) მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.
მარშრუტის სირთულე:
საშუალოდ რთული
ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით.
ფასში შედის:
1. ტრანსპორტირება
2. გამყოლი
3. ფოტოგადაღება (არაპროფესიანალური)
4. კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥
5. პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საძილე,საგებელი.
გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო.
საჭირო ინვენტარი:
კარავი, საძილე, საგებელი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი.
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ???? მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი