national delicacy

რკონი შემოდგომით ( ოქტომბერი, კვირა)

  • ID: 44469
  • ნახვები: 6551
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/18
    დაბრუნება
    • 21/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომის რკონში.

1. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მე-13 ს.
2. ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს.
3. ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია, მე-10 ს.
4. რკონის მონასტერი, მე-7-18 ს.
5. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს.
6. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს.
7. იკვის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-11 ს. 
8. რკონის ციხე, მე-18 ს.(თუ მოვასწარით)

✔ 21 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში: 
8 კმ მარტივი, ციხესა და კოშკზე საშუალო სირთულის აღმართები

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30
სთ. გავდივართ 6:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან. 
20 - 30 წუთში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან თავისუფლად მოხვალთ რუსათველზე.)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მე-13 ს. შედგება ტაძრის, გალავნის, კოშკებისა და სამრეკლოსაგან. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. ისტორიული ცნობებით, ამ ადგილას ეკლესია გორგასლის ეპოქიდან არსებობს. გუმბათში ამოჭრილია 12 სარკმელი, ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. საინტერესოა ისიც, რომ ტაძრის შიგნით ყოფილა ჭა, რომელსაც დიდი ლოდი ჰფარებია, ასევე, არის ჩატანებული ქვევრები.ტაძრის ფასადის განახლებულ ნაწილზე მხედრული წარწერაა, სადაც მოხსენებულია იოთამ ამილახვარი. ტაძრის სიდიადესა და მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ აქ დაკრძალულნი არიან ხეობისა თუ სოფლის თავადაზნაურულ გვართა წარმომადგენლები: მაღალაშვილები (თავადი ესტატე მღალაშვილი 1838-1915 წწ), თუხარელები (აზნაურები) და სხვა.

2. ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს.
აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

3. ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია, მე-10 ს. ეკლესია დარბაზულია, შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ირგვლივ წრეებში ჩასმული სამი ტოლმკლავა ჯვარია. XVI-XVII საუკუნეებში ეკლესიისთვის სამი მხრიდან სათავსოები მიუშენებიათ. 

4. რკონის მონასტერი მე-7-18 ს.რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენა – XIII-XIV საუკუნეების მიჯნა – ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა – XVI-XVIII საუკუნეები – სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. 

5. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

6. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს. ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.

7. რკონის ციხე, მე-18 ს. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე.

8. იკვის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-11 ს. ტაძარი მდებარეობს მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/18
    დაბრუნება
    • 21/10/18