national delicacy

დაისვენეთ და შეხვდით ახალ წელს შარმ-ელ-შეიხში.

  • ID: 44487
  • ნახვები: 8537
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/08/18
    დაბრუნება
    • 31/10/18
დამატებითი ინფორმაცია

"Garula Travel" გთავაზობთ უცხელეს ტურ.ბლოკ-პაკეტებს შამრ-ელ-შეიში:

RixosSeagateSharm – UAL

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 3

ბლოკ-პაკეტის ფასი: 7044 ლარი = 2811USDx 2

ისიამოვნეთ სასტუმროს არაჩვეულებრივი სერვისით - ულტრა ყველაფერი შესულია.

აღნიშნული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს ქ.შარმ-ელ-შეიხში და პალმებითაა გარემოცული. UALსერვისთან ერთად, სტუმრების განკარგულებაშია 8 საცურაო აუზი, მათ შორის 1 დახურული, რესტორანი, უმაღლესი კლასის მოსამხურებით და 9 ბარით.  სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi.

ყველა ნომერს გააჩნია ტერასა, ან აივანი ბასეინის, ან ბღის ხედით.

სასტუმროს, ასევე გააჩნია სატრენაჟორო(მათ შორის კარდიოსატრენაჟორო) დარბაზი.

ბავშვებისთვის გამოყოფილია ცალკე ბასეინი და სხვადასხვა გასართობები. 

 

Hyatt Regency Sharm El Sheikh AL

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 3

ბლოკ-პაკეტის ფასი: 8645 ლარი = 3450USDx 2

პლიაჟამდე, სულ რაღაც 2 წუთის სავალია. ეს, მიმდრული საკურორტო სასტუმრო შარმ-ელ-შიხში მდებარეობს და ლანდშაფტური ბაღითა და ლაგუნას ფორმის ბასეინიტ არის შემოსაზღვრული. სტუმრათა განკარგულებაში 3 საკუთარი პლიაჟი, სპა-ცენტრი, მაღაზიები და 5 რესტორანია. სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე უფასო Wi-Fi მუშაობს.

ყველა ოთახს გააჩნია ზღვის ხედიანი მებელირებული აივანი. ყველა ნომერს გააჩნია ღრმა აბაზანა, საშხაპე და მდიდრული ტუალეტ-კოსმეტიკური საშუალებანი, მკვდარი ზღვის მინერალებით.

სპა-ცენტრში ტარდება  მასაჟების კურსები. ფიტნეს-კლუბ „Club Olympus“ ტერიტორიაზე არის ჩოგბურთისა და სკვოში სათამაშო მოედნები. მმოზარდებსა და ბავშვებს უმასპინძლებს კლუბი „Oasis Kids“ და საბავშვო ბასეინი. მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება სნორკელინგის სეანსების ორგანიზება.

Regency Sharm El Sheikh-ის 5 რესტორანშ გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოტი. მაგიდის გაშლა შესაძლებელია, როგორც შენობაში ისე გარეთ ბასეინთან, ხედით წითელ ზღვაზე.

შიდა რეისებზე, აეროპორტამდე ტრასფერი უფასოა. სასტუმროდან შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტამდე გზას მანქანით, 10 წუთი სჭირდება, ნაამა-ბეის ყურემდეც იგივე დრო.

გამოკითხვების საფუძველზე(8.3 კოეფიციენტი), სამეგობრო კამპანიებს, სწორად აქ ურჩევნიათ დასვენება და გართოვბა, ვინაიდან სწორედ აქ იპოვით ფასისა და მომსახურების ხარისხის სამართლიან შეთანაწყობას. სხვა ვარიანტებთან შედარებით სტუმრების, აქ უფრო მეტს იღებენ იგივე თანხით, რაც სხვაგან არის გადასახდელი.

მომსახურე პერსონალი ყველა ენაზე საუბრობს.  

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Baron Resort Sharm El Sheikh – AL

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 3

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 2

პლიაჟამდე, 3 წუთის სავალაია. ელეგანტური და პრესტიჟული 3 ვარსკვლავიანი საკურორტო სასტუმრო Baron Sharm El Sheikh მდებარეობს შარმ-ელ-შეიხში. სტუმრებს ელით თეთრ ქვიშიანი 600 მეტრი სიგრძის პლიაჟი. ლაგუნას ფორმის საცურაო აუზი, 145 მეტრის სიგრძის პლატფორმა ყვინთვისა და სნორკელინგისთვის, 9 რესტორანი და ბარი, ასევე ოლიმპიური სიგრძის მქონე საცურაო აუზი, მტკნარი წყლით (ზამთრის პერიოდში თბება). სერვისებს შორის არის აგრეთვე - ნაწილობრივ დახურული, ზღვის წყლის ჰიდრომასაჟიანი აბაზანა, მხოლოდ უფროსებისთვის, საბავშვო აუზი და უფასო ტრანსფერი სოჰოს მოედნამდე (დღეში ერთხელ-ავტობუსით).

სასტუმროს ნომრებში ბალიშები და საწოლის აქსესუარები დამზადებულია 100%-იანი ეგვიპტური ბამბისგან. სხვა კომფორტებს შორის გამოირჩევა - ფრანგული ფანჯრები და მებელირებული აივნები. სხვადასხვა ნომრებიდან ხედები იშლება წითელი ზღვისკენ, კუნძულ ტირანამდე, სასტუმროს ბაღებზე. 

სასტუმრო Baron-ის ტერიტორიაზე მუშაობს 9 რესტორანი და ბარი, მათ შორის, პლიაჟის, ინდური სამზარეულოს რესტორანი Taj Mahal. ბარ - Now&ZenDance-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეგზოტიკური კოქტეილები და საღამოთი მოუსმინოთ მუსიკას. რესტორნებში ტარდება სხვადასხვა ეგზოტიკური საღამოები, მათ შორის ტრადიციული ბედუინური ვახშმები. ცოცხალ შესრულებას შეგიძლიატ ასევე უყუროთ თევზის რესტორან - Al Sakia-ში და ბასეინთან მდებარე ბარ-რესტორან  Oasis-ში.

გამაჯანსაღებელ ცენტრ - Health Club & Relaxation-ში შემოგთავაზებენ ზღვის წყალმცენარეებში გახვევას და ეგვიპტურ მასაჟს. შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ სატრენაჟორო დარბაზს, საუნას, ითამაშოთ ქვიშის ფრენბურთი, ისეირნოთ ველოსიპედით და ირბინოთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მუშაობს საბავშვო კლუბი, საძილე ზონითა და აღმზრდელებით.

სასტუმროს თანამშრომლები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და სტუმრებისთვის, სხვა მრავალთან ერთად, შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები „რას-მოჰამედის“ ეროვნულ პარკში, რომლამდე გზაც ნავით, შეადგენს 1,5 სთ-ს.

სასტუმრო - Baron Sharm El Sheikh მდებარეობს სოჰოს მოედნიდან 3 კმ.-ში და ნაამა-ბეის ყურიდან 15 კმ.-ში.  შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი - 8 კმ.-ია. 

ჯგუფური დასვენების მოყვარულთ ძალიან მოსწონთ აღნიშნული სასტუმრო და მას, 8.0 კოეფიციენტით აფასებენ.

მომსახურე პერსონალი ყველა ენაზე საუბრობს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

Stella Di Mare Beach Hotel & Spa AL

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 3

ბლოკ-პაკეტის ფასი: = x 2

პლიაჟამდე, სულ რაღაც 4 წუთის სავალია. ეს, მიდიდრული საკურორტო სპა-სასტუმრო  მდებარეობს საკუთარ პლიაჟზე, ნაამა-ბეის ყურის ულამაზეს შესასვლელთან. სტუმრების განკარგულებაში 3 რესტორანია, ყვინთვის სწავლების თანამედროვე სკოლა და 600 კვ.მ. ფართის სპა-სალონი. ცენტრი, მაღაზიები და 5 რესტორანია. სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე უფასო Wi-Fi მუშაობს.

Stella Di Mare Beach Hotel & Spa სასტუმროს თანამედროვე, ფართო ნომრებში დიდი ფანჯრებია, რაც მშვენიერი ბუნებრივი განათების საშუალებას იძლევა. ყველა ოთახს, საკუთარი ღია ტერასა, ან აივანი გააჩნია, საიდანაც სასწაული ხედი იშლება წითელ ზღვაზე. ნომრებში, თანამგზავრული პროგრამებით უზრუნველყოფილი LCD ტელევიზორებია. ნომრებში ხორციელდება კერძებისა და სასმელების 24 საათიანი მიტანა.

სასტუმროს, ლაგუნას ფორმის ბასეინი გარშემორტყმულია ჩანჩქერითა და ტროპიკული ბაღით. სტუმრებს, შეუძლიატ დაკავდნენ სნორკელინგით და დატკბნენ ამ საკურორტო სასტუმროს მპლიაჟის სიახლოვეს არსებულ მარჯნის რიფებით. საღამოობით ხდება გასართობი პროგრამების ორგანიზება.

რესტორან - La Terrazza-ას ღია ტერასაზე, საიდანაც ზღვაზე ხედი იშლება, სანთლების შუქზე შეგიძიატ ვახშამი მიირთვათ. რესტორან - Corallo Rosso -ში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს, ახლად მომზადებული კერძები. იტალიურ კერძებს, გემო შეგიძლიათ რესტორან - La Scogliera-ში გაუსინჯოთ.  

ნაციონალური პარკის - „რას-მუჰამედის“ კუნძულები, სასტუმროდან 16 კმ.-შია, ხოლო შარმ-ელ-შეიხის პარკიდან 20 წუთის სავალზე. ნაამა-ბეის ყურემდე შემოთავაზებულია უფასო ტრანსფერი.

ეს ადგილი, ჩვენი სტუმრების დამოუკიდებელი გამოხმაურებებით, ქ. შარმ-ელ-შეიხის ყველაზე საყვარელი ნაწილია.

ჯგუფური დასვენების მოყვარულთ ძალიან მოსწონთ აღნიშნული სასტუმრო და მას, 8.0 კოეფიციენტით აფასებენ.

მომსახურე პერსონალი ყველა ენაზე საუბრობს.

 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/08/18
    დაბრუნება
    • 31/10/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა