გთავაზობთ დაუვიწყარ ორ დღეს რაჭა-ლეჩხუმში ♥
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:10 სთ.
გასვლა: 06:20 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
I დღე
1. შაორის წყალსაცავი
2. ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (1010-1014 წ.)
3. ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია (1753 წ.)
4. მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ( XI ს.)
5. სიყვარულის ტბა (თუ ყოჩაღად ივლით )
II დღე
1. საირმის სვეტები
2. ლაილაში - ოქრონიშის წყარო და აუზი
3. ჯოჯოხეთის ღელე
4. ბაბუშკინოს ტბა
5. ქულბაქის მწვანე ტბა
ტურის დეტალური აღწერა:
22 სექტემბერს, დილით ვიკრიბებით სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან და არ ვაგგვიანებთ ;) სწორედ აქედან დაიწყება ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. პირველ რიგში მოვინახულებთ სიმწვანეში ჩაფლულ შაორს, გადავიღებთ ფოტოებს და გავემართებით ნიკორწმინდისკენ.
ნიკორწმინდიდან გავემგზავრებით ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძრის მოსანახულებლად შემდეგ კი ვეწვევით ზღვის დონიდან 1840 მეტრზე მდებარე სოფელ მრავალძალს სადაც მოვინახულებთ მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ეკლესიას, რომელიც გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი) (მრავალძალში შესაძლოა მიკროავტობუსით გაგვიჭირდეს ბოლომდე მისვლა და მოგვიწიოს 8 კილომეტრის ფეხით გავლა)
შემდეგ ვნახავთ სიყვარულის ტბას ♥
სანახაობრივად დატვირთული და დამღლელი დღის შემდეგ დავბინავდებით საოჯახო ტიპის სასტუმროში ამბროლაურში დილით კი გავაგრძელებთ გზას ლეჩხუმის მიმართულებით .
მოვინახულებთ საირმის სვეტებს, აქ ცოტა ფეხით გავლა მოგვიწევს, ფეხით გასავლელი მანძილი ორივე გზა 5 კმ. შემდეგი გაჩერება ტურისტების ერთ ერთი უსაყვარლესი ადგილია - ლაილაშის აუზი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად და თუ გაგვიმართლა წყალსაც ჩაგვისხამენ ;)
ამის შემდეგ გავემართებით ქულბაქის მიმართულებით, მოვინახულებთ ულამაზესი ჩანჩქერს, რომელსაც ადგილობრივები "ჯოჯოხეთის ღელეს" უწოდებენ. ასევე ვეწვევით ბაბუშკინოს ტბას და ქულბაქის მწანე ტბას სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ახალდაჭერილ კალმახს.
ყველაფრის მონახულების შემდეგ უამრავი ემოციით დატვირთულნი გამოვემართებით თბილისისკენ ♥
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
5 კმ.
თუ მრავალძალში ვერ ავიდა მიკროავტობუსი დაემატება 16 კმ (ორივე გზა)
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 60 ლ.
რონინელთათვის 50 ლ.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება
2.გამყოლი
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
4. განთვსება საოჯახო ტიპის სასტუმროში
ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მწვანე ტბის ახალდაჭერილი კალმახი, რომელსაც იქვე მოგიმზადებენ.
1 კგ ფასი გასუფთავება შეწვით ა, საშუალოდ 3 ცალს იწონის,გაიყოფთ :)
შეგიძლიათ ასევე წამოიღოთ ანკესები სათევზაოდ (თევზაობა )
ნავით გასეირნება .
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი