,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სამეგრელოში.
1. წაჩხურუს მონასტერი - მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის ტაძარი, უშვილოთა შემწე, მე-7-18 საუკუნეები
2. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი - მე-10 საუკუნე.
3. კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - მე-10 საუკუნე.
4. ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - მე-19 საუკუნე.
5. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ზუგდიდში.
✔ 22 სექტემბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება:
⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ. გავდივართ 6:40 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ტურის ღირებულებაში არ შედის:
დადიანების სასახლეში შესასვლელი ბილეთის ფასი: .მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: საგამოფენო სივრცე "დადიანები" მოზრდილთათვის (მოსწავლე, სტუდენტი) - 1 ლ, ზრდასრულებისთვის - 5 ლ, გიდის მომსახურება - 5 ლ. საგამოფენო სივრცე "საგანძური" - მოზრდილთათვის (მოსწავლე, სტუდენტი) - 1 ლ, ზრდასრულებისთვის - 5 ლ, გიდის მომსახურება - 5 ლ.
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
1. წაჩხურუს მონასტერი - მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის ტაძარი, უშვილოთა შემწე, მე-7-18 საუკუნეები. ლეგენდის თანახმად სამგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ ანდრია მოციქულს ამ ადგილას გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. სწორედ იმ ადგილას ტაძარი მე-7 საუკუნეში აუგიათ. თუმცა ამჟამად შემორჩენილია ტაძრის მე–18 საუკუნეში განახლებული სახე. მიუხედავად ტაძრამდე გზის სიძნელისა და სიშორისა მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ერთი გადმოცემის თანახმად ტაძრის ტერიტორიაზე, რომელიც ძველად მინდორი იყო გლეხი მუშაობდა. როცა მას მეუღლემ სადილი მიუტანა უცნობი გამვლელი გამოჩენილა.გლეხმა შესთავაზა მასთან ერთად ესადილა. უცნობიც მიუჯდა სუფრას, რომელსაც არც საჭმელი აკლდებოდა და არც ღვინო, თურმე. რომ შეზარხოშდნენ, სტუმარმა გლეხს ცეკვა შესთავაზა. უცნობ მგზავრს უთქვამს -ეს ადგილი დაილოცოს და დაერქვას ტაშურა, აქ ამომსვლელმა იხაროს, ძემან და ასულმან და გამქრალა.
2. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი - მე-10 საუკუნე. ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია. შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა მე-14 საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. მე-17 საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).
3. კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - მე-10 საუკუნე. კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სამეგრელოს მთავარმა ლევან II- დადიანმა მე-17– საუკუნის პირველ ნახევარში აღადგინა , შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა. ლევან II– დადიანის მიერ ტაძრის განახლებას ადასტურებს მე-17– საუკუნის წალენჯიხის ეკლესიის ფრესკა, სადაც სამეგრელოს მთავარი ლევან II– დადიანი და დედოფალი ნესტან–დარეჯანი კორცხელის ეკლესიის მაკეტით ხელში არიან გამოსახულნი. წინათ ეკლესია სულ მოხატული ყოფილა. მხატვრობა შემორჩენილია საკურთხევლისა და ტაძრის დასავლეთის კედელზე, ბერძნული წარწერით: წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი და წმინდა თევდორე. კორცხელის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ბუნდოვნად და დაზიანებულად შემორჩენილია ლევან II–დადიანის ფრესკა. ეკლესიის წინ დგას ქვის კოშკი, რომელიც სამრეკლოს ფუნქციასაც ასრულებდა. კორცხელის (კოცხერის) ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერის მეტოქი (ფილიალი) ყოფილა. ოდიშის მთავარმა ლევან II –დადიანმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა სოფელ კორცხელში მოსახლე ასი კომლი ყმა–გლეხი.
4. ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - მე-19 საუკუნე. მშენებლობა დაიწყო ლევან V დადიანის დროს 1825 წელს და დასრულდა 1830 წელს. ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით. 2 ივლისს (ახ. სტ. 15 ივლისს), ტაძრის დღესასწაულზე ხდება ღვთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში, სადაც მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ თაყვანი სცენ ქრისტიანულ სიწმინდეს.
5. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ზუგდიდში. დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები. ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ . 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში. ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤