national delicacy

ზარზმა, ჭულე, აბასთუმანი, ობსერვატორია - სექტემბერი

  • ID: 45323
  • ნახვები: 8265
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სამცხეში.

1.სლესის ციხე - შუა საუკუნეები
2.ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს.
3. ჭულეს წმ. გიორგის მონასტერი მე-14 ს. და ჩანჩქერი
4. აბასთუმნის თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს. და სამონასტრო კომპლექსი განვით. შუა საუკუნეები
5. აბასთუმნის თამარის ციხე და ეკლესია მე-9-11 სს.
6. აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია - „ახალი ზარზმა“ (1899-1902)
7. აბასთუმნის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი მე-19 ს.
8. აბასთუმნის რომანოვების სასახლე
9. აბასთუმნის ობსერვატორია

✔ 30 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 
1 – 1,5 კმ. მარტივი.

✔ ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ ტურის ღირებულებაში არ შედის:
ობსერვატორიის ბილეთი:
ზრდასრულები - . 
მოსწავლეებიი და სტუდენტები - .

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან. 20 - 30 წუთში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან თავისუფლად მოხვალთ რუსათველზე.)

✔ ჩამოსვლისას შეიძლება მეტროს ვერ ჩამოვუსწროთ და გაითვალისწინეთ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

- სლესის ციხე, მოქცევის ციხე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობს.სოფელი სლესა მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნე).

- ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს. თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს. ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექამანდატურთუხუცესის დროს. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.ზარზმის მონასტერის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის მე-10 საუკუნის უხრწნელი გვამიც.

- ჭულეს წმ. გიორგის მონასტერი მე-14 ს. გუმბათოვანი ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა.

- აბასთუმნის თამარის ციხე მე-9-11 სს. ციხის სიგრძეა 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს ორი მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით. წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი.

-. აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია - „ახალი ზარზმა“ (1899-1902)

- აბასთუმნის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი მე-19 ს.

-აბასთუმნის რომანოვების სასახლე - დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის და დედოფალი მარიამის მესამე ვაჟი გახლდათ. იგი რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნოკოლოზ II-ის ძმა იყო და 1894-1989 წლებში თვითონაც ითვლებოდა რუსეთის ტახტის მემკვიდრედ. იგი გატაცებული იყო ასტრონომიით. ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი იძულებული გახადა დასახლებულიყო საქართველოს სამხრეთში, კურორტ აბასთუმანში. დიდი მთავრისა და მისი ამალისათვის აბასთუმანში აშენდა ორსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობები.გიორგიმ, როდესაც შეიტყო, რომ პროფესორი ს. გლაზენაპი რუსეთის სამხრეთში ეძებდა ორჯერადი ვარსკვლავების დაკვირვებისათვის შესაფერის ადგილს, იგი აბასთუმანში მიიწვია. დაკვირვების საუკეთესო ადგილი მოიძებნა გიორგის სასახლის მახლობლად. გიორგი ალექსანდრეს ძემ შესთავაზა პროფ. ს. გლაზენაპს აეშენებინა ობსერვატორია თავის სამფლობელოში. გიორგიმ პირადი სახსრებით დააფინანსა ობსერვატორიეს მშენებლობა. 

- აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით. აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. 

- აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან „აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. სახელწოდება „აბასთუმნის“ შესახებ არის მრავალი ლეგენდარული გადმოცემა. მაგალითისათვის ზისერმანი – „თბილისის გუბერნიის აღწერაში“ აბასთუმანს მოიხსენიებს და ამბობს: „აბასთუმნის თბილ წყლებში შაჰ-აბასი ბანაობდა, უცებ თავს წამოადგა დიდძალი მტერი. შაჰ -აბასმა ჩაცმაც ვეღარ მოასწრო რიგიანად. ასე, რომ პერანგის ამხანაგი იქ დარჩა. ხალხმა დაინახა და დაიძახა: „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ (თუბანი-ოსმალურად ქვედა საცვალს ჰქვია, თითქოს აქედან მოდის სახელწოდება აბასთუმანიო).
ხალხური გადმოცემით აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ ჭრილობებისაგან.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე